
ლუკას სახარება 1:52 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაამხო ტახტთაგან ძლიერნი და აამაღლა მდაბალნი.
ლუკას სახარება 1:52 · საქართველოს საპატრიარქო
ლუკას სახარება 1:52 კონტექსტში
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 1:52
- ეზექიელი 17:24მიხვდებიან მინდვრის ხეები, რომ მე, უფალი, ვამდაბლებ აღზევებულ ხეს და აღვაზევებ დამდაბლებულ ხეს; ვახმობ ნედლს ხეს და ვაყვავებ გამხმარ ხეს. მე, უფალმა, ვთქვი და აღვასრულებ.
- ფსალმუნები 107:40სირცხვილს დაატეხს მთავრებს და ახეტიალებს უგზო-უკვლოდ.
- ფსალმუნები 107:41გამოიყვანს ღარიბს სიღატაკიდან და მოაშენებს ცხვრის ფარასავით მის შთამომავალს.
- იაკობის ეპისტოლე 4:10დაიმდაბლეთ თავი უფლის წინაშე და აგამაღლებთ თქვენ.
- ლუკას სახარება 18:14გეუბნებით: სახლში ეს უფრო გამართლებული დაბრუნდა, ვიდრე ის. რადგან ყველა, ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება.
- მეფეთა ა 2:6უფალი აკვდინებს და აცოცხლებს; შავეთში ჩაჰყავს და ამოჰყავს.
- მეფეთა ა 2:8საპყარს მტვერიდან წამოაყენებს, სანეხვედან აღამაღლებს უპოვარს, რათა დიდებულთა გვერდით დასვას; ტახტს დიდებისას დაუმკვიდრებს, რადგან უფლისაა დედამიწის საფუძველნი და სამყარო მათზე დაამყარა.
- ფსალმუნები 113:6დაბლა მჭვრეტელი, რომ ხედავდეს ცას და ქვეყანას,
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 1
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში