
ლუკას სახარება 1:57 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხოლო ელისაბედისთვის მოაწია შობის ჟამმა და შობა ძე.
ლუკას სახარება 1:57 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 24 ივნისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი პირველი კვირის ხუთშაბათი (ცისკრის სახარება).
ლუკას სახარება 1:57 კონტექსტში
1:55როგორც აუწყა ჩვენს მამებს, აბრაამს და მის შთამომავალთ უკუნისამდე.
1:56სამი თვე დაჰყო მარიამმა ელისაბედთან და წავიდა თავის სახლში.
1:57ხოლო ელისაბედისთვის მოაწია შობის ჟამმა და შობა ძე.
1:58გაიგეს მეზობლებმა და ნათესავებმა, რომ უფალმა განადიდა თავისი წყალობა მის მიმართ და ხარობდნენ მასთან ერთად.
1:59მერვე დღეს მოვიდნენ ყრმის წინადასაცვეთად და უნდოდათ მამის სახელი დაერქმიათ მისთვის, ზაქარია.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 1:57
- ლუკას სახარება 1:13ხოლო ანგელოზმა უთხრა მას: ნუ გეშინია, ზაქარია, ვინაიდან შესმენილ იქნა შენი ვედრება, და შენი ცოლი ელისაბედი გიშობს ძეს, და უწოდებ მას სახელად იოანეს.
- შესაქმე 21:2დაორსულდა სარა და უშვა აბრაამს მისი სიბერის ძე დანიშნულ დროზე, რომელიც დათქმული ჰქონდა მისთვის ღმერთს.
- შესაქმე 21:3უწოდა აბრაამმა სახელად ისაკი თავის ძეს, შეძენილს, რომელიც უშვა მას სარამ.
- ლუკას სახარება 2:6და იქ ყოფნისას მოაწია მისი მშობიარობის ჟამმა.
- ლუკას სახარება 2:7და შობა ძე, თავისი პირმშო, ჩვრებში შეახვია და ბაგაში ჩააწვინა, ვინაიდან ფუნდუკში ადგილი არ იყო მათთვის.
- რიცხვთა 23:19ღმერთი კაცი არ არის, რომ ცრუობდეს და არც ადამიანია, რომ გადათქვამდეს. თქვას და არ გააკეთოს? ილაპარაკოს და არ შეასრულოს?
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 1
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში