
ლუკას სახარება 1:65 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შიშმა მოიცვა ყველა მეზობელი, და იუდეას მთელ მთიანეთს მოედო ეს ამბავი.
ლუკას სახარება 1:65 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 24 ივნისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი პირველი კვირის ხუთშაბათი (ცისკრის სახარება).
ლუკას სახარება 1:65 კონტექსტში
1:63ხოლო მან მოითხოვა ფიცარი და დაწერა: იოანეა მისი სახელი. და უკვირდა ყველას.
1:64მაშინვე ამოიდგა ენა, ხმა ამოიღო და აკურთხებდა ღმერთს.
1:65შიშმა მოიცვა ყველა მეზობელი, და იუდეას მთელ მთიანეთს მოედო ეს ამბავი.
1:66ყველამ, ვინც გაიგო, გულს ჩაიბეჭდა და ამბობდა: რა გამოვა ეს ბავშვი? და იყო ხელი უფლისა მასთან.
1:67ხოლო ზაქარია, მამამისი, აღივსო სულით წმიდით, წინასწარმეტყველებდა და ამბობდა:
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 1:65
- ლუკას სახარება 1:39ადგა მარიამი იმ დღეებში და სასწრაფოდ მიაშურა მთიანეთს, იუდას ქალაქს.
- მოციქულთა საქმენი 5:5ამის გამგონე ანანია დაეცა და სული განუტევა, და ვინც ეს მოისმინა, თავზარი დაეცა ყველას.
- მოციქულთა საქმენი 5:11თავზარი დაეცა მთელ ეკლესიას და ყველას, ვინც მოისმინა ეს.
- ლუკას სახარება 7:16ყველანი შიშმა მოიცვა, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: დიდი წინასწარმეტყველი წარმოსდგა ჩვენ შორის, და მოიხილა ღმერთმა თავისი ხალხი.
- მოციქულთა საქმენი 2:43შიშს შეეპყრო ყოველი სული და მრავალი ნიში და სასწაული ხდებოდა მოციქულთა მიერ.
- იესო ნავეს ძე 10:6შეუთვალეს გაბანოელებმა იესოს გილგალის ბანაკში: ნუ აიღებ ხელს შენს მორჩილებაზე; გამოეშურე ჩვენკენ, გვიხსენი და მოგვეშველე, რადგან ჩვენ წინააღმდეგ შეიყარნენ ამორეველი მეფეები, მთაში მცხოვრებნი.
- გამოცხადება 11:11მაგრამ სამნახევარი დღის შემდეგ სიცოცხლის სული შევიდა მათში ღვთისაგან, და ფეხზე დადგნენ, რამაც თავზარი დასცა ყველას, ვინც კი ხედავდა მათ.
- მოციქულთა საქმენი 19:17ეს რომ შეიტყვეს ეფესოში მცხოვრებმა იუდეველებმა და ბერძნებმა, თავზარი დაეცა ყველას, და განდიდებულ იქნა უფალ იესოს სახელი.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 1
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში