
ლუკას სახარება 1:72 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რომ მოწყალე იქნებოდა ჩვენი მამების მიმართ და გაიხსენებდა თავის წმიდა აღთქმას;
ლუკას სახარება 1:72 · საქართველოს საპატრიარქო
ლუკას სახარება 1:72 კონტექსტში
1:70როგორც გვაუწყა თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით, რომელნიც უკუნისიდან იყვნენ:
1:71რომ გვიხსნიდა ჩვენი მტრებისგან და ყველა ჩვენი მოძულის ხელიდან;
1:72რომ მოწყალე იქნებოდა ჩვენი მამების მიმართ და გაიხსენებდა თავის წმიდა აღთქმას;
1:73თანახმად ფიცისა, რომლითაც შეჰფიცა მამას ჩვენსას აბრაამს, რომ მოგვცემდა ჩვენ,
1:74მის შემდეგ, რაც დაგვიხსნიდა ჩვენი მტრების ხელიდან, - მის მიმართ უშიშრად
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 1:72
- ებრაელთა მიმართ 6:13რადგანაც ღმერთმა, როცა აბრაამს აძლევდა აღთქმას, რაკიღა თავისზე უმეტესი არავინ ჰყავდა დასაფიცარი, თავისი თავი დაიფიცა,
- ებრაელთა მიმართ 6:18რათა ორი გარდუვალი საქმის მეშვეობით, რაშიაც შეუძლებელია ეცრუა ღმერთს, მტკიცე ნუგეში გვქონოდა ყველას, ვინც ვისწრაფეთ ჩავჭიდებოდით ჩვენ წინაშე დასახულ იმედს,
- ფსალმუნები 106:45გაუხსენა აღთქმა თავისი და ანუგეშა თავისი მრავალმოწყალეობით.
- მიქა 7:20დაუდასტურებ იაკობს გამტანობას და აბრაამს - სიყვარულს, რომელიც ჩვენს მამა-პაპას შეჰფიცე ძველთაგანვე. ნაუმი
- ლევიანი 26:42და მეც გავიხსენებ ჩემს აღთქმას იაკობთან. ისაკთან დადებულ აღთქმასაც და აბრაამთან დადებულ აღთქმასაც გავიხსენებ; ქვეყანასაც გავიხსენებ.
- რომაელთა მიმართ 11:28სახარების მიხედვით, ისინი მტრები არიან თქვენ გამო, ხოლო არჩევის გულისთვის - საყვარელნი მამათა გამო.
- ლუკას სახარება 1:54შეეწია ისრაელს, მონას თვისას, და გაიხსენა წყალობა.
- ლუკას სახარება 1:55როგორც აუწყა ჩვენს მამებს, აბრაამს და მის შთამომავალთ უკუნისამდე.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 1
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში