
ებრაელთა მიმართ 6:18: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
რათა ორი გარდუვალი საქმის მეშვეობით, რაშიაც შეუძლებელია ეცრუა ღმერთს, მტკიცე ნუგეში გვქონოდა ყველას, ვინც ვისწრაფეთ ჩავჭიდებოდით ჩვენ წინაშე დასახულ იმედს,
ებრაელთა მიმართ 6:18 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 11 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეოთხე კვირა (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: ებრაელთა მიმართ 6:18
11 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “‘რათა ორითა ბუნებითა შეუცვალებელთა, რომელთა შინა შეუძლებელ არს ღმრთისა მიერ სიცრუვედ’. რა არის ეს ორი ბუნება? რას გულისხმობს პავლე მოციქული? იმას, რაც თქვა და აღგვითქვა, და იმას, რომ აღთქმას ფიცი დაურთო. ვინაიდან ადამიანებში უფრო სარწმუნოდ ითვლება ის, რაც ფიცით არის დადასტურებული, ამიტომაც დაურთო ღმერთმა ფიცი.”
მთელი განმარტება
“რათა ორითა ბუნებითა შეუცვალებელთა, რომელთა შინა შეუძლებელ არს ღმრთისა მიერ სიცრუვედ”. რა არის ეს ორი ბუნება? რას გულისხმობს პავლე მოციქული? იმას, რაც თქვა და აღგვითქვა, და იმას, რომ აღთქმას ფიცი დაურთო. ვინაიდან ადამიანებში უფრო სარწმუნოდ ითვლება ის, რაც ფიცით არის დადასტურებული, ამიტომაც დაურთო ღმერთმა ფიცი.
ხედავთ, ღმერთი საკუთარ ღირსებას კი არ უყურებს, არამედ ადამიანების დარწმუნებას ცდილობს და საკუთარ თავზე ისეთ რამესაც კი ამბობს, რაც მისთვის შეუფერებელია, ოღონდ კი ჭეშმარიტება დაგვანახოს. აბრაამის მაგალითზე მოციქული გვიჩვენებს, რომ ყველაფერი ღვთის ნებით მოხდა და არა აბრაამის მოთმინებით. ღმერთმა ინება და ფიცი დაურთო, ისევე როგორც ადამიანები ფიცულობენ, ღმერთიც თავისი თავით დაიფიცა. ადამიანები მას ფიცულობენ, როგორც უდიდესს, ხოლო მან საკუთარი თავით დაიფიცა, თუმცა აღასრულა კიდეც. ადამიანისა და ღმერთის მიერ საკუთარი თავით დაფიცება ერთნაირი არ არის, რადგან ადამიანს საკუთარ თავზე ძალა არ აქვს.
მაშ, ხედავთ, ეს ითქვა არა იმდენად აბრაამის მიმართ, რამდენადაც ჩვენს მიმართ. “რათა... ძლიერი ნუგეში ჰქონდეს მათ, რომელნი შევივლტოდით შეპყრობად წინამდებარისა მის “. ზემოთ თქვა: “მრავლისმოთმინებით მიიღო აღთქმული”, ახლა კი ამბობს: “რათა... ძლიერი ნუგეში ჰქონდეს მათ”. თუმცა არ დაუმატებია: “ვინაიდან დაიფიცა ღმერთმა”. რას ნიშნავს: “წინამდებარისა მის “? იმ აღთქმების საფუძველზე, ამბობს ის, ჩვენ მომავალს ველით, რადგან თუ ისინი დიდი ხნის შემდეგ აღსრულდა, ესეც აუცილებლად აღსრულდება. აბრაამთან მომხდარი მომავალში გვარწმუნებს.
ათანასე დიდი4 საუკუნე ეფრემ ასური4 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე ნიკიფორე (თეოტოკისი)18 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე კოხომსკი ს. ვ.19 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე როზანოვი ნ. პ.19 საუკუნე
1 / 11
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 11 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
ებრაელთა მიმართ 6:18 კონტექსტში
6:16ხალხი უმეტესს იფიცავს და ფიცია მათი ყოველი ცილობის დასასრული.
6:17ამიტომ ღმერთმა, რომელსაც სურდა აღთქმის მემკვიდრეთათვის ეჩვენებინა თავისი ნების გარდუვალობა, შუამდგომლობისთვის მიმართა ფიცს.
6:18რათა ორი გარდუვალი საქმის მეშვეობით, რაშიაც შეუძლებელია ეცრუა ღმერთს, მტკიცე ნუგეში გვქონოდა ყველას, ვინც ვისწრაფეთ ჩავჭიდებოდით ჩვენ წინაშე დასახულ იმედს,
6:19რომელიც ჩვენი სულისათვის იგივეა, რაც მტკიცე და სანდო ღუზა, თვით ფარდის მიღმაც რომ აღწევს,
6:20სადაც ჩვენს წინამორბედად შევიდა იესო და, წესისამებრ მელქისედეკისა, მღვდელმთავარი გახდა უკუნისამდე.
პარალელური ადგილები: ებრაელთა მიმართ 6:18
- რიცხვთა 23:19ღმერთი კაცი არ არის, რომ ცრუობდეს და არც ადამიანია, რომ გადათქვამდეს. თქვას და არ გააკეთოს? ილაპარაკოს და არ შეასრულოს?
- ტიტეს მიმართ 1:2საუკუნო სიცოცხლის იმედით, საუკუნეთა უწინარეს რომ აღუთქვა უტყუარმა ღმერთმა,
- მეფეთა ა 15:29არ იცრუებს ისრაელის დიდება და არ გადაიფიქრებს, რადგან ადამიანი ხომ არ არის, რომ გადაიფიქროს.
- ტიმოთეს მიმართ ბ 2:13რომც არ ვირწმუნოთ, ის მაინც სარწმუნოა, რადგანაც თავის თავს ვერ განუდგება.
- რომაელთა მიმართ 3:4არამც და არამც. ღმერთი ჭეშმარიტია, ყოველი კაცი კი - ცრუ, როგორც წერია: რათა გამართლდე შენი სიტყვებით და იმძლავრო განკითხვისას.
- ფსალმუნები 46:1გუნდის ლოტბარს, გალობა კორახის ძეთა, ალამოთის საკრავზე. ღმერთია ჩვენი მფარველი და ძალა, შემწე გაჭირვებაში, საძებარი ფრიად.
- იესო ნავეს ძე 20:3რომ გაიქცეს იქ მკვლელი, რომელსაც შეცდომით, უნებურად შემოაკვდება კაცი. თავშესაფარად გქონდეთ შურისმაძიებლისგან.
- ესაია 32:1აჰა, სიმართლით იმეფებს მეფე და მთავრები სამართლიანად იმთავრებენ.
განაგრძე კითხვა: ებრაელთა მიმართ 6
სრულად წაიკითხე: ებრაელთა მიმართ 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში



