გადასვლა შინაარსზე
მახარებელი ლუკას დეესისის ხატი, ხილანდარის მონასტერი, მე-14 საუკუნე
მახარებელი ლუკა, დეესისის ხატი, მე-14 საუკუნე, ხილანდარის მონასტერი, ათონის მთა. ფოტო: Orjen, CC BY-SA 3.0.

ლუკას სახარება 11:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ლუკას სახარება 11:10

რადგან ყველა მთხოვნელს მიეცემა, მძებნელი ჰპოვებს და ვინც აკაკუნებს, გაუღებენ.

ლუკას სახარება 11:10 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 26 ოქტომბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-19 კვირის სამშაბათი (სახარება).

ლუკას სახარება 11:10 კონტექსტში

11:8გეუბნებით, მეგობრობის გამოც რომ არ ადგეს და არ მისცეს პური, თუ არ მოეშვა, მაშინ მაინც ადგება და მისცემს იმდენს, რამდენიც სჭირდება.

11:9ამასაც გეუბნებით: ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ,

11:10რადგან ყველა მთხოვნელს მიეცემა, მძებნელი ჰპოვებს და ვინც აკაკუნებს, გაუღებენ.

11:11რომელი მამა იქნება თქვენ შორის, შვილმა რომ პური სთხოვოს და ქვა მისცეს მას; ან თევზი სთხოვოს და თევზის ნაცვლად გველი მისცეს მას?

11:12ან კიდევ კვერცხი სთხოვოს და მორიელი მისცეს მას?

პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 11:10

განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 11

სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში