
ფსალმუნი 31:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და მე ვფიქრობდი ძრწოლით: „მოწყვეტილი ვარ შენთა თვალთაგან“, მაგრამ შენ ისმინე ხმა ჩემი მუდარისა, როცა მოგიხმე შემწეობისთვის.
ფსალმუნი 31:22 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 31:22 კონტექსტში
31:20შეიფარე ისინი შენი პირის საფარველქვეშ ადამიანის ხრიკებისაგან, დაიცავი ისინი ენით მომხდარი დავიდარაბისაგან.
31:21კურთხეულ არს უფალი, რომ მომივლინა საკვირველი თვისი წყალობა ალყაშემორტყმულ ქალაქში.
31:22და მე ვფიქრობდი ძრწოლით: „მოწყვეტილი ვარ შენთა თვალთაგან“, მაგრამ შენ ისმინე ხმა ჩემი მუდარისა, როცა მოგიხმე შემწეობისთვის.
31:23შეიყვარეთ უფალი, წმიდანებო მისნო; ერთგულებს იცავს უფალი და მრავალკეცად მიუზღავს ამპარტავნებს.
31:24გამხნევდით და გული გაიმაგრეთ ყველამ, ვისაც უფლის მოლოდინი გაქვთ.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 31:22
- ფსალმუნები 116:11ვთქვი ჩემი აჩქარებისას: ყოველი კაცი ცრუა.
- ფსალმუნები 88:16თავზე გადამიარა შენმა მრისხანებამ. შენმა შიშის ზარმა გამანადგურა.
- ფსალმუნები 6:9ისმინა უფალმა ჩემი ვედრება; უფალი შეიწყნარებს ჩემს ლოცვას.
- იობი 35:14თუმცა შენ ამბობ, რომ ვერ ხედავ მას, მაგრამ სამართალი მის წინაშეა, დაელოდე.
- ეზექიელი 37:11მითხრა: ადამის ძევ! მთელი ისრაელის სახლია ეს ძვლები. აჰა, ამბობენ: გამხმარია ჩვენი ძვლები და წარხოცილია ჩვენი სასო, გამწყდარნი ვართო.
- მეფეთა ა 27:1ადგა დავითი და ექვსასი კაცითურთ გადავიდა აქიშთან, მაყოქის ძესთან, გეთის მეფესთან.
- გლოვა იერემიასი 3:54გადამფარა წყალმა, ვთქვი, დავიღუპე-მეთქი;
- გლოვა იერემიასი 3:55ვუხმე შენს სახელს, უფალო, ორმოს სიღრმიდან;
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 31
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 31 · გახსენი ბიბლიის მკითხველში