
ლუკას სახარება 11:54 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რათა მახე დაეგოთ, რაიმე დაეცდენინებინათ და, ამრიგად, ბრალი დაედოთ მისთვის.
ლუკას სახარება 11:54 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 4 ნოემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 20 კვირის ხუთშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 11:54 კონტექსტში
11:52ვაი თქვენდა, რჯულის მოძღვარნო, რადგანაც დამალეთ ცოდნის კლიტენი: არც თქვენ შეხვედით და არც სხვებს დაანებეთ შესვლა.
11:53ამას რომ ეუბნებოდა მათ, მწიგნობრებმა და ფარისევლებმა გააფთრებით შეუტიეს, კითხვებს აყრიდნენ და აიძულებდნენ ეპასუხა,
11:54რათა მახე დაეგოთ, რაიმე დაეცდენინებინათ და, ამრიგად, ბრალი დაედოთ მისთვის.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 11:54
- მარკოზის სახარება 12:13მიუგზავნეს ზოგიერთი ფარისეველი და ჰეროდელი, რათა სიტყვის მახე დაეგოთ მისთვის.
- მათეს სახარება 22:35და ერთმა მათგანმა, რჯულის მცოდნემ, საცდუნებლად ჰკითხა:
- მათეს სახარება 22:15მაშინ ფარისევლები წავიდნენ და მოითათბირეს, როგორ დაეჭირათ სიტყვაზე.
- მათეს სახარება 22:18ხოლო იესო მიუხვდა მათს მზაკვრობას და თქვა: რატომ მაცდუნებთ, თვალთმაქცნო?
- ფსალმუნები 56:5ყოველდღე ამახინჯებს ჩემს სიტყვებს; ბოროტია ყოველი მათი ზრახვა ჩემ მიმართ.
- ფსალმუნები 56:6გროვდებიან, მისაფრდებიან ისინი - ჩემი მდევრები, ჩემს ნაკვალევს უთვალთვალებენ, თითქოსდა ჩემს სულს ელოდებიან.
- ფსალმუნები 37:32ბოროტი უთვალთვალებს წმიდანს და მის მოკვლას აპირებს.
- ფსალმუნები 37:33უფალი არ მიატოვებს მის ხელში და არ გაამტყუნებს მისი განკითხვის ჟამს.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 11
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში