
ლუკას სახარება 14:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამიტომ, როცა მიგიწვევენ, მიდი და სუფრის ბოლოს დაჯექი, რათა მოვიდეს მასპინძელი და გითხრას: მეგობარო, სუფრის თავში გადმობრძანდიო, და პატივი დაგედება თანამეინახეთა თვალში.
ლუკას სახარება 14:10 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 19 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 29 კვირის შაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 14:10 კონტექსტში
14:8ვინმემ რომ ქორწილში დაგპატიჟოს, ნუ დაჯდები სუფრის თავში; იქნებ შენზე საპატიო სტუმარიც ჰყავს:
14:9შეიძლება მოვიდეს შენი და მისი მასპინძელი და გითხრას: ადგილი დაუთმე ამ კაცსო, და მოგიწევს შერცხვენილს სუფრის ბოლოში გადაჯდომა.
14:10ამიტომ, როცა მიგიწვევენ, მიდი და სუფრის ბოლოს დაჯექი, რათა მოვიდეს მასპინძელი და გითხრას: მეგობარო, სუფრის თავში გადმობრძანდიო, და პატივი დაგედება თანამეინახეთა თვალში.
14:11რადგანაც ყველა, ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება.
14:12ხოლო თავის მასპინძელს უთხრა: როცა სადილს ან ვახშამს მართავ, ნუ მოიწვევ ნურც შენს მეგობრებს, ნურც შენს ძმებს, ნურც შენს ნათესავებს, ნურც მდიდარ მეზობლებს, რათა მათაც არ მიგიწვიონ და, ამრიგად, მოგაგონ სანაცვლო.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 14:10
- იგავესნი 25:6მეფის წინაშე ნუ იტრაბახებ და დიდკაცთა ადგილზე ნუ დადგები;
- იგავესნი 25:7რადგან სჯობს გითხრან, აქ ამოდიო, ვიდრე დიდებულის წინაშე დაგამდაბლონ.
- იგავესნი 15:33უფლის შიშით სიბრძნე ისწავლება და მორჩილება წინ უძღვის დიდებას.
- მეფეთა ა 15:17თქვა სამუელმა: ხომ არ გეღირსებოდა თავი, როცა ისრაელის ტომთა მეთაური გახდი და ისრაელის მეფედ გცხო უფალმა.
- ესაია 60:14ქედმოხრილნი მოვლენ შენ წინაშე შენი მჩაგვრელების შვილები და შენს ფეხთა ტერფებთან დაემხობა ყველა შენი მოძულე; გიწოდებენ საუფლო ქალაქს, სიონს ისრაელის წმიდისა.
- გამოცხადება 3:9აჰა, სატანის საკრებულოდან გადმოგცემ იმათ, რომელნიც ამბობენ, იუდეველნი ვართო, და არ კი არიან, არამედ ცრუობენ. აჰა, მე ვაიძულებ მათ, მოვიდნენ, ფეხქვეშ ჩაგივარდნენ და თაყვანი გცენ, რათა აღიარონ, რომ მე შეგიყვარე.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 14
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში