გადასვლა შინაარსზე
მახარებელი ლუკას დეესისის ხატი, ხილანდარის მონასტერი, მე-14 საუკუნე
მახარებელი ლუკა, დეესისის ხატი, მე-14 საუკუნე, ხილანდარის მონასტერი, ათონის მთა. ფოტო: Orjen, CC BY-SA 3.0.

ლუკას სახარება 14:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ლუკას სახარება 14:8

ვინმემ რომ ქორწილში დაგპატიჟოს, ნუ დაჯდები სუფრის თავში; იქნებ შენზე საპატიო სტუმარიც ჰყავს:

ლუკას სახარება 14:8 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 19 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 29 კვირის შაბათი (სახარება).

ლუკას სახარება 14:8 კონტექსტში

14:6ხოლო ამაზე ვეღარაფერი მიუგეს მას.

14:7როცა დაინახა, როგორ არჩევდნენ სტუმრები საპატიო ადგილებს, იგავით უთხრა მათ:

14:8ვინმემ რომ ქორწილში დაგპატიჟოს, ნუ დაჯდები სუფრის თავში; იქნებ შენზე საპატიო სტუმარიც ჰყავს:

14:9შეიძლება მოვიდეს შენი და მისი მასპინძელი და გითხრას: ადგილი დაუთმე ამ კაცსო, და მოგიწევს შერცხვენილს სუფრის ბოლოში გადაჯდომა.

14:10ამიტომ, როცა მიგიწვევენ, მიდი და სუფრის ბოლოს დაჯექი, რათა მოვიდეს მასპინძელი და გითხრას: მეგობარო, სუფრის თავში გადმობრძანდიო, და პატივი დაგედება თანამეინახეთა თვალში.

პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 14:8

განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 14

სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში