
ლუკას სახარება 14:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როცა დაინახა, როგორ არჩევდნენ სტუმრები საპატიო ადგილებს, იგავით უთხრა მათ:
ლუკას სახარება 14:7 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 19 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 29 კვირის შაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 14:7 კონტექსტში
14:5და უთხრა მათ: რომელიმე თქვენგანს ვირი ან ხარი რომ ჩაუვარდეს ჭაში, განა დაუყოვნებლივ არ ამოიყვანს, შაბათიც რომ იყოს?
14:6ხოლო ამაზე ვეღარაფერი მიუგეს მას.
14:7როცა დაინახა, როგორ არჩევდნენ სტუმრები საპატიო ადგილებს, იგავით უთხრა მათ:
14:8ვინმემ რომ ქორწილში დაგპატიჟოს, ნუ დაჯდები სუფრის თავში; იქნებ შენზე საპატიო სტუმარიც ჰყავს:
14:9შეიძლება მოვიდეს შენი და მისი მასპინძელი და გითხრას: ადგილი დაუთმე ამ კაცსო, და მოგიწევს შერცხვენილს სუფრის ბოლოში გადაჯდომა.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 14:7
- ფილიპელთა მიმართ 2:3ნურას ჩაიდენთ ცილობით და ცუდმედიდობით, არამედ, ქედმოდრეკილნი, საკუთარ თავზე უმეტესად მიიჩნევდეთ ერთიმეორეს.
- ლუკას სახარება 11:43ვაი თქვენდა ფარისეველნო, ასე რომ გიყვართ სინაგოგებში წინა რიგში ჯდომა და საკრებულოებში სალმის ძღვნა.
- მათეს სახარება 23:6უყვართ წვეულებებზე სუფრის თავში წამოჭიმვა და წინა რიგები სინაგოგებში.
- მარკოზის სახარება 12:38და თავისი სწავლით ამბობდა: ეკრძალეთ მწიგნობრებს, რომლებსაც უყვართ გრძელი სამოსით მოკაზმვა და საკრებულოებში - სალმის ძღვნა,
- მარკოზის სახარება 12:39სინაგოგებში - წინა რიგები და წვეულებებზე - სუფრის თავში ჯდომა.
- ლუკას სახარება 20:46ეკრძალეთ მწიგნობრებს, რომლებსაც ნებავთ გრძელი მოსასხამებით სიარული და უყვართ საკრებულოებში სალმის ძღვნა, სინაგოგებში - წინა რიგები და წვეულებებზე სუფრის თავში ჯდომა;
- იოანეს ეპისტოლე გ 1:9ეს მივწერე ეკლესიებსაც, მაგრამ დიოტროფე, პირველობას რომ იჩემებს მათ შორის, არ გვიღებს ჩვენ.
- მოციქულთა საქმენი 8:18როცა სიმონმა დაინახა, რომ მოციქულთა ხელდასხმით ეძლეოდათ სული წმიდა, ფული მიუტანა მათ
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 14
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში