
ლუკას სახარება 16:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თავის მოწაფეებსაც უთხრა: იყო ერთი მდიდარი კაცი და ჰყავდა მოურავი, რომელიც დააბეზღეს მის წინაშე, შენს ქონებას ანიავებსო.
ლუკას სახარება 16:1 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 18 ნოემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 22 კვირის ხუთშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 16:1 კონტექსტში
16:1თავის მოწაფეებსაც უთხრა: იყო ერთი მდიდარი კაცი და ჰყავდა მოურავი, რომელიც დააბეზღეს მის წინაშე, შენს ქონებას ანიავებსო.
16:2მოიხმო იგი და უთხრა: ეს რა მესმის შენზე? ჩამაბარე შენი სამოურაოს ანგარიში, რადგანაც ამიერიდან აღარ გიწერია მოურაობა.
16:3მაშინ მოურავმა თავის თავს უთხრა: რა ვქნა? აგერ ჩემი ბატონი მოურაობას მართმევს: თოხნა მე არ შემიძლია და თხოვნა კი მერცხვინება.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 16:1
- პეტრეს ეპისტოლე ა 4:10თითოეული თქვენგანი იმ ნიჭით ემსახუროს დანარჩენთ, რაც მიუღია, როგორც შეშვენის ღვთის მრავალფეროვანი მადლის კეთილ მნეს.
- ლუკას სახარება 12:42და თქვა უფალმა: ვინ არის ერთგული და გონიერი მნე, რომელიც პატრონმა მიუჩინა თავის მსახურთ, რათა დროულად მისცეს ულუფა მათ?
- კორინთელთა მიმართ ა 4:1ამრიგად, ჩვენ უნდა შეგვრაცხოს კაცმა, როგორც ქრისტეს მსახურნი და ღვთის საიდუმლოთა მნენი.
- კორინთელთა მიმართ ა 4:2მნეთაგან კი იმას მოითხოვენ, რომ თითოეული მათგანი სანდო იყოს.
- მათეს სახარება 25:14რადგანაც იმ კაცივით მოიქცევა, რომელმაც გამგზავრებისას უხმო თავის მონებს და მთელი თავისი ავლადიდება ჩააბარა.
- მათეს სახარება 25:30ხოლო ეგ ურგები მონა გააგდეთ გარესკნელის ბნელში. და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი.
- იაკობის ეპისტოლე 4:3ითხოვთ და ვერ იღებთ, იმიტომ, რომ ბოროტად ითხოვთ, რათა თქვენივე ვნებები დაიცხროთ.
- ტიტეს მიმართ 1:7რადგანაც ეპისკოპოსი უბიწო უნდა იყოს, როგორც მნე ღვთისა, არა თავნება, არა გულფიცხი, არა მემთვრალე, არა ჩხუბისთავი, არა ანგარი,
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 16
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში