
ლუკას სახარება 16:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაშინ მოურავმა თავის თავს უთხრა: რა ვქნა? აგერ ჩემი ბატონი მოურაობას მართმევს: თოხნა მე არ შემიძლია და თხოვნა კი მერცხვინება.
ლუკას სახარება 16:3 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 18 ნოემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 22 კვირის ხუთშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 16:3 კონტექსტში
16:1თავის მოწაფეებსაც უთხრა: იყო ერთი მდიდარი კაცი და ჰყავდა მოურავი, რომელიც დააბეზღეს მის წინაშე, შენს ქონებას ანიავებსო.
16:2მოიხმო იგი და უთხრა: ეს რა მესმის შენზე? ჩამაბარე შენი სამოურაოს ანგარიში, რადგანაც ამიერიდან აღარ გიწერია მოურაობა.
16:3მაშინ მოურავმა თავის თავს უთხრა: რა ვქნა? აგერ ჩემი ბატონი მოურაობას მართმევს: თოხნა მე არ შემიძლია და თხოვნა კი მერცხვინება.
16:4თუმცა ვიცი, რაც უნდა ვქნა, რომ თავის ჭერქვეშ მიმიღოს ხალხმა, როცა მოურაობას ჩამომართმევენ.
16:5მოიხმო სათითაოდ თავისი ბატონის მოვალენი და ჰკითხა პირველს: რამდენი გმართებს ჩემი ბატონისა?
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 16:3
- იგავესნი 21:25ზარმაცს შიმშილი მოკლავს, რადგან მის ხელებს არა სურთ შრომა.
- იგავესნი 21:26იგი სულ მუდამ გაჭირვებაშია, ხოლო მართალი ხელგაშლილად გასცემს.
- იგავესნი 29:21ვინც თავის მონას სიყმაწვილიდანვე ანებივრებს, საბოლოოდ მემკვიდრედ დაისვამს.
- იგავესნი 26:13ზარმაცი ამბობს, გზაზე ლომია, შუა ქუჩაში ლომიაო.
- იგავესნი 26:16ზარმაცს თავისი თავი უდრო ბრძენი ჰგონია, ვიდრე შვიდი კაცი, გონივრული პასუხის გამცემი.
- თესალონიკელთა მიმართ ბ 3:11მაგრამ გვესმის, რომ ზოგიერთი თქვენგანი უწესოდ იქცევა, არაფერს აკეთებს და ფუჭად ფაციფუცობს.
- ოსეა 9:5რას იზამთ დღესასწაულის დღეს და საუფლო ზეიმის დღეს?
- იგავესნი 18:9საქმეში არხეინი მფლანგველის ძმაა.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 16
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში