
ლუკას სახარება 16:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ანდა თუ სხვისაში უნდონი იყავით, თქვენსას ვინ მოგცემთ?
ლუკას სახარება 16:12 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 6 თებერვალი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 36 კვირის შაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 16:12 კონტექსტში
16:10მცირედში სანდო დიდშიც სანდოა. და მცირედში უნდო დიდშიც უნდოა.
16:11თუ ამ ცრუ და უსამართლო სიმდიდრეში უნდონი იყავით, ჭეშმარიტს ვინ განდობთ თქვენ?
16:12ანდა თუ სხვისაში უნდონი იყავით, თქვენსას ვინ მოგცემთ?
16:13არცერთ მსახურს არ შეუძლია ორი ბატონის მონობა: რადგან ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან კიდევ ერთს შეითვისებს და მეორეს შეიზიზღებს. ვერ შესძლებთ ღმერთსაც ემონოთ და მამონასაც.
16:14ისმენდნენ ყოველივე ამას ვერცხლისმოყვარე ფარისევლები და დასცინოდნენ მას.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 16:12
- ლუკას სახარება 19:13დაუძახა თავის ათ მონას, ათი მნა მისცა და უთხრა მათ: ჩემს დაბრუნებამდე ამით ივაჭრეთო.
- ლუკას სახარება 19:26გეუბნებით, რომ ყველა მქონეს მიეცემა, ხოლო არმქონეს წაერთმევა ისიც, რაცა აქვს.
- მათეს სახარება 25:14რადგანაც იმ კაცივით მოიქცევა, რომელმაც გამგზავრებისას უხმო თავის მონებს და მთელი თავისი ავლადიდება ჩააბარა.
- მათეს სახარება 25:29რადგან ყველა მქონეს მიეცემა და მიემატება, ხოლო არმქონეს წაერთმევა ისიც, რაცა აქვს.
- პეტრეს ეპისტოლე ა 1:4რათა დაიმკვიდროთ უხრწნელი, წმიდა და უჭკნობი სამკვიდრო, ცაში გამზადებული თქვენთვის,
- პეტრეს ეპისტოლე ა 1:5რომელნიც ღვთის ძალისა და რწმენის წყალობით დაცული ხართ ცხონებისათვის, რაც მზადაა გამოცხადდეს უკანასკნელ ჟამს
- ნეშტთა შორისა ა 29:14ვინა ვარ მე, ან ვინ არის ჩემი ერი, ამდენის შემოწირვა რომ შევიძელით? რადგან ყოველივე ეს შენგან არის, ეს ყოველივე შენი ხელით მოცემული შემოგწირეთ.
- ნეშტთა შორისა ა 29:16უფალო, ღმერთო ჩემო! მთელი სიმდიდრე, რაც ჩვენ მოვამზადეთ, შენს წმიდა სახელზე სახლის ასაგებად, შენი ხელით არის მოცემული და შენია ყოველი.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 16
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში