გადასვლა შინაარსზე
მახარებელი ლუკას დეესისის ხატი, ხილანდარის მონასტერი, მე-14 საუკუნე
მახარებელი ლუკა, დეესისის ხატი, მე-14 საუკუნე, ხილანდარის მონასტერი, ათონის მთა. ფოტო: Orjen, CC BY-SA 3.0.

ლუკას სახარება 16:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ლუკას სახარება 16:13

არცერთ მსახურს არ შეუძლია ორი ბატონის მონობა: რადგან ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან კიდევ ერთს შეითვისებს და მეორეს შეიზიზღებს. ვერ შესძლებთ ღმერთსაც ემონოთ და მამონასაც.

ლუკას სახარება 16:13 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 6 თებერვალი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 36 კვირის შაბათი (სახარება).

ლუკას სახარება 16:13 კონტექსტში

16:11თუ ამ ცრუ და უსამართლო სიმდიდრეში უნდონი იყავით, ჭეშმარიტს ვინ განდობთ თქვენ?

16:12ანდა თუ სხვისაში უნდონი იყავით, თქვენსას ვინ მოგცემთ?

16:13არცერთ მსახურს არ შეუძლია ორი ბატონის მონობა: რადგან ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან კიდევ ერთს შეითვისებს და მეორეს შეიზიზღებს. ვერ შესძლებთ ღმერთსაც ემონოთ და მამონასაც.

16:14ისმენდნენ ყოველივე ამას ვერცხლისმოყვარე ფარისევლები და დასცინოდნენ მას.

16:15უთხრა მათ: თქვენა ხართ, მართლებად რომ მოგაქვთ თავი კაცთა წინაშე, მაგრამ ღმერთი იცნობს თქვენს გულს, რადგან ის, რაც მაღალია კაცთა შორის, სიბილწეა ღმერთის წინაშე.

პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 16:13

განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 16

სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში