
ლუკას სახარება 16:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუმცა ვიცი, რაც უნდა ვქნა, რომ თავის ჭერქვეშ მიმიღოს ხალხმა, როცა მოურაობას ჩამომართმევენ.
ლუკას სახარება 16:4 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 18 ნოემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 22 კვირის ხუთშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 16:4 კონტექსტში
16:2მოიხმო იგი და უთხრა: ეს რა მესმის შენზე? ჩამაბარე შენი სამოურაოს ანგარიში, რადგანაც ამიერიდან აღარ გიწერია მოურაობა.
16:3მაშინ მოურავმა თავის თავს უთხრა: რა ვქნა? აგერ ჩემი ბატონი მოურაობას მართმევს: თოხნა მე არ შემიძლია და თხოვნა კი მერცხვინება.
16:4თუმცა ვიცი, რაც უნდა ვქნა, რომ თავის ჭერქვეშ მიმიღოს ხალხმა, როცა მოურაობას ჩამომართმევენ.
16:5მოიხმო სათითაოდ თავისი ბატონის მოვალენი და ჰკითხა პირველს: რამდენი გმართებს ჩემი ბატონისა?
16:6მან მიუგო: ასი კასრი ზეთი. და უთხრა მას: აჰა, ინებე შენი თამასუქი, დადექი სასწრაფოდ და დაწერე ორმოცდაათი.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 16:4
- იგავესნი 30:9რომ გამაძღარმა არ უარგყო და არა ვთქვა, ვინ არის უფალიო? ხოლო გაღატაკებულმა არ ვიქურდო და ჩემი ღვთის სახელს არ შევცოდო.
- იაკობის ეპისტოლე 3:15არ არის ეს ზეგარდმო გადმოსული სიბრძნე, არამედ მიწიერია, მშვინვიერი და ეშმაკეული.
- იერემია 4:22ეჰ, უგუნურია ჩემი ერი, არ მცნობს მე; ბრიყვი ბავშვები არიან ისინი, გაგება არა აქვთ. ბოროტის საქმნელად ჭკუა ყოფნით, სიკეთის კეთება კი არ იციან.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 16
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში