
ლუკას სახარება 17:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და უთხრა თავის მოწაფეებს: შეუძლებელია, რომ არ მოვიდნენ საცდურნი, მაგრამ ვაი მას, ვისგანაც მოვლენ.
ლუკას სახარება 17:1 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 19 ნოემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 22 კვირის პარასკევი (სახარება).
ლუკას სახარება 17:1 კონტექსტში
17:1და უთხრა თავის მოწაფეებს: შეუძლებელია, რომ არ მოვიდნენ საცდურნი, მაგრამ ვაი მას, ვისგანაც მოვლენ.
17:2უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვაში დანთქან, ვიდრე აცდუნოს თუნდაც ერთი ამ მცირეთაგანი.
17:3დაუკვირდით თქვენს თავს: თუკი შენი ძმა შეგცოდავს, შერისხე იგი; და თუ შეინანებს, მიუტევე.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 17:1
- მათეს სახარება 18:7ვაი ამ ქვეყანას საცდურთაგან, ვინაიდან საცდური გარდუვალია: მაგრამ ვაი იმ კაცს, ვისგანაც მოდის საცდური.
- რომაელთა მიმართ 14:13მაშ, ნუ განვიკითხავთ ერთმანეთს, არამედ იმაზე იმსჯელეთ, რომ ძმას არ დაუგოთ ფეხწამოსაკრავი ანდა საცდური.
- კორინთელთა მიმართ ა 8:13ამიტომაც თუ საჭმელი აცდუნებს ჩემს ძმას, აღარასოდეს შევჭამ ხორცს, რათა არ ვაცდუნო იგი.
- კორინთელთა მიმართ ა 11:19ვინაიდან თქვენში განხეთქილებაც საჭიროა, რათა გამოცდილნი გამოჩნდნენ თქვენ შორის.
- მათეს სახარება 16:23ხოლო ის მიუბრუნდა პეტრეს და უთხრა: გამშორდი, სატანა! ჩემი საცდური ხარ! რადგან ღმერთისას კი არ ფიქრობ, არამედ კაცისას.
- რომაელთა მიმართ 16:17შეგაგონებთ, ძმანო, ერიდეთ მათ, ვინც განხეთქილებას და საცდურს ნერგავს იმ მოძღვრების წინააღმდეგ, რომელიც გისწავლიათ, და თავიდან მოიშორეთ ისინი.
- კორინთელთა მიმართ ა 10:32ნუ აცდუნებთ ნურც იუდეველებს, ნურც ბერძნებს და ნურც ეკლესიას ღვთისას.
- რომაელთა მიმართ 14:20საჭმლის გულისთვის ნუ დაარღვევ ღვთის საქმეს. ყველაფერი წმიდაა, მაგრამ ბოროტია კაცისთვის, ვინც საცდუნებლად ჭამს.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 17
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში