
ლუკას სახარება 7:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ქალი რომ დაინახა, უფალს შეებრალა იგი და უთხრა: ნუ სტირი.
ლუკას სახარება 7:13 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 10 ოქტომბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-16 კვირა (სახარება).
ლუკას სახარება 7:13 კონტექსტში
7:11მოხდა ისე, რომ ამის შემდეგ იესო წავიდა ქალაქში, რომელსაც ჰქვია ნაინი. თან ახლდნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი.
7:12როცა ქალაქის ბჭეს მიუახლოვდა, აჰა, გამოასვენეს მკვდარი, დედისერთა ჭაბუკი, ხოლო დედამისი ქვრივი იყო; და დიდძალი ხალხი მოაცილებდა ქალაქიდან.
7:13ქალი რომ დაინახა, უფალს შეებრალა იგი და უთხრა: ნუ სტირი.
7:14მივიდა და შეეხო კუბოს; ხოლო ისინი, ვისაც კუბო მიჰქონდათ, შედგნენ; და თქვა: ჭაბუკო, შენ გეუბნები, აღდეგ!
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 7:13
- ესაია 63:9ყველა მათ გასაჭირში მათთვის უჭირდა და მისი პირის ანგელოზმა იხსნა ისინი. სიყვარულით და სიბრალულით გამოისყიდა, ხელში აიყვანა და დაატარებს უკუნითიდან.
- ფსალმუნები 103:13როგორც მამა შეიწყნარებს შვილებს, შეიწყნარა უფალმა მოშიშნი მისნი.
- ებრაელთა მიმართ 4:15რადგან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ არ შეეძლოს თანაგვიგრძნოს ჩვენს უძლურებაში, არამედ - ჩვენსავით გამოცდილი ყველაფერში, გარდა ცოდვისა.
- ფსალმუნები 86:15ხოლო შენ, უფალო, ღმერთო შემბრალევ და ლმობიერო, მრავლის მომთმენო, დიდმოწყალე და ჭეშმარიტი ხარ.
- გლოვა იერემიასი 3:32კიდეც დასტანჯავს და კიდეც შეიბრალებს დიდი წყალობით;
- გლოვა იერემიასი 3:33რადგან გულით როდი სტანჯავს და აწვალებს კაცისშვილებს,
- იერემია 31:20განა ჩემი ძვირფასი შვილი არ არის ეფრემი? ჩემი ნებიერი ბავშვი არ არის? რამდენჯერ ვახსენებ, იმდენჯერ თვალწინ მიდგას. ამიტომაგ შიგანი მეწვის მის გამო, უნდა შევიბრალო, ამბობს უფალი.
- ლუკას სახარება 8:52ყველანი ტიროდნენ და მოთქვამდნენ; ხოლო მან თქვა: ნუ ტირით, კი არ მომკვდარა, არამედ სძინავს.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 7
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში