
ლუკას სახარება 18:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხოლო ის დამწუხრდა ამის გაგონებისას, რადგანაც ძალიან მდიდარი იყო.
ლუკას სახარება 18:23 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 17 იანვარი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-33 კვირიაკე (სახარება).
ლუკას სახარება 18:23 კონტექსტში
18:21ხოლო მან თქვა: ეს ყოველივე დამიცავს ჩემი სიყრმითგან.
18:22ეს რომ გაიგონა, იესომ უთხრა მას: ერთიღა გაკლია: გაყიდე ყველაფერი, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ და გექნება საუნჯე ცაში; მერე მოდი და გამომყევ მე.
18:23ხოლო ის დამწუხრდა ამის გაგონებისას, რადგანაც ძალიან მდიდარი იყო.
18:24დამწუხრებული რომ დაინახა, იესომ თქვა: რა ძნელია მდიდართათვის ღმრთის სასუფეველში შესვლა.
18:25ვინაიდან აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმრთის სასუფეველში.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 18:23
- ეზექიელი 33:31მოდიან შენთან, როგორც ხალხი მოდის; ჯდება შენ წინაშე ეს ჩემი ხალხი და ისმენს შენს სიტყვებს, მაგრამ არ ასრულებს მათ; სალაღობოდ აქცევენ მათ თავიანთ ბაგეებში, ანგარებისკენ მიუდითი გული.
- იოანეს ეპისტოლე ა 2:15ნუ შეიყვარებთ ამ ქვეყანას, ნურც ამქვეყნიურს რასმე; ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, მამის სიყვარული არ არის მასში.
- ლუკას სახარება 8:14ეკალ-ბარდებში ჩაცვენილი მარცვლები ისინი არიან, რომლებიც ისმენენ სიტყვას, მაგრამ მიდიან და ზრუნვით, სიმდიდრისა და ამქვეყნიური განცხრომის სურვილით მომშთვარნი, უნაყოფონი რჩებიან.
- მარკოზის სახარება 10:22ხოლო ის შეაკრთო ამ სიტყვამ და დამწუხრებული წავიდა, რადგანაც ძალიან მდიდარი იყო.
- იობი 31:24თუ ოდესმე მიმეჩნიოს ოქრო ჩემს სასოდ და ბაჯაღლო ჩემს იმედად დამესახოს!
- იობი 31:25თუ ოდესმე მეამაყოს, რომ დიდძალი მაქვს სიმდიდრე და ბევრი მოიხვეჭა ჩემმა ხელმა!
- მათეს სახარება 19:22ეს სიტყვა რომ მოისმინა, ჭაბუკი დაღონებული წავიდა, რადგანაც ძალიან მდიდარი იყო.
- ლუკას სახარება 12:15და უთხრა მათ: ფხიზლად იყავით და ეკრძალეთ ანგარებას, ვინაიდან კაცს შეიძლება ყველაფერი უხვად ჰქონდეს, მაგრამ სიმდიდრით როდი ცოცხლობს იგი.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 18
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში