
იობი 31:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ ოდესმე მიმეჩნიოს ოქრო ჩემს სასოდ და ბაჯაღლო ჩემს იმედად დამესახოს!
იობი 31:24 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 31:24 კონტექსტში
31:22ზურგს მოწყდეს ჩემი მხრები და იდაყვში გადამიტყდეს მკლავი!
31:23რადგან მაშინებს ღვთის რისხვა და მის სიდიადეს ვერ გავუძლებდი.
31:24თუ ოდესმე მიმეჩნიოს ოქრო ჩემს სასოდ და ბაჯაღლო ჩემს იმედად დამესახოს!
31:25თუ ოდესმე მეამაყოს, რომ დიდძალი მაქვს სიმდიდრე და ბევრი მოიხვეჭა ჩემმა ხელმა!
31:26თუ ოდესმე მზის ხილვისას მის ბრწყინვალებაში და დიდებულად მოარული მთვარისა
პარალელური ადგილები: იობი 31:24
- ფსალმუნები 52:7აგერ კაცი, რომელმაც ღმერთი არ მიიჩნია თავის სიმაგრედ, არამედ თავისი დიდი სიმდიდრის იმედი ჰქონდა, თავის ბოროტებაში გამაგრდა.
- ფსალმუნები 49:6თავიანთი ძალით და უხვი სიმდიდრით დაიმედებულნი იტრაბახებენ.
- ფსალმუნები 49:7ძმა დახსნით ვერ დაიხსნის კაცს, ვერ მისცემს ღმერთს მის გამოსასყიდს.
- იგავესნი 11:28თავისი სიმდიდრის მოიმედე დაეცემა, მართალნი კი ფოთლებივით გაიშლებიან.
- მეორე სთვლისაება 8:12რომ, როცა შეჭამ და გაძღები, კარგ სახლებს აიშენებ და დაბინავდები,
- მეორე სთვლისაება 8:14არ გამედიდურდე და არ დაგავიწყდეს უფალი, შენი ღმერთი, ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან, შენი გამომყვანი,
- იგავესნი 10:15მდიდრის ქონება მისი ციხე-ქალაქია, ხოლო ღარიბთა დამღუპველი - მათი სიღატაკე.
- იგავესნი 30:9რომ გამაძღარმა არ უარგყო და არა ვთქვა, ვინ არის უფალიო? ხოლო გაღატაკებულმა არ ვიქურდო და ჩემი ღვთის სახელს არ შევცოდო.
განაგრძე კითხვა: იობი 31
სრულად წაიკითხე: იობი 31 · გახსენი ბიბლიის მკითხველში