
ლუკას სახარება 19:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაგრამ მოქალაქეებს სძულდათ იგი, ელჩები დაადევნეს კვალდაკვალ და დააბარეს: არ გვინდა, რომ ეგ მეფობდეს ჩვენზე.
ლუკას სახარება 19:14 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 27 ნოემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 26 კვირის პარასკევი (სახარება).
ლუკას სახარება 19:14 კონტექსტში
19:12ამიტომაც თქვა: ერთი კეთილშობილი კაცი შორეულ ქვეყანაში გაემგზავრა, რათა მეფობა მიეღო და უკანვე დაბრუნებულიყო.
19:13დაუძახა თავის ათ მონას, ათი მნა მისცა და უთხრა მათ: ჩემს დაბრუნებამდე ამით ივაჭრეთო.
19:14მაგრამ მოქალაქეებს სძულდათ იგი, ელჩები დაადევნეს კვალდაკვალ და დააბარეს: არ გვინდა, რომ ეგ მეფობდეს ჩვენზე.
19:15როცა მეფობა მიიღო და უკან დაბრუნდა, ბრძანა ის მონები მიეგვარათ, რომლებსაც ვერცხლი მისცა, რათა გაეგო, ვინ როგორ მოიხმარა იგი.
19:16მოვიდა პირველი და თქვა: ბატონო, შენმა მნამ ათი მნა მოიგო.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 19:14
- მეფეთა ა 8:7უთხრა უფალმა სამუელს: შეისმინე ხალხის ყოველი სიტყვა, რასაც გეტყვის, რადგან შენ კი არ უარგყვეს, არამედ მე უარმყვეს თავიანთ მეფედ.
- მოციქულთა საქმენი 7:51ქედფიცხელნო, გულითა და ყურით წინადაუცვეთელნო, გამუდმებით რომ ეურჩებით წმიდა სულს, თქვენცა და თქვენი მამებიც.
- მოციქულთა საქმენი 7:52რომელ წინასწარმეტყველთაგანს არ დევნიდნენ თქვენი მამები? მათ დახოცეს წინასწარმაუწყებელნი მართლის მოსვლისა, ვისი გამცემნი და მკვლელები ახლა თქვენ გახდით.
- მოციქულთა საქმენი 3:14მაგრამ თქვენ უარყავით წმიდა, მართალი, და მოითხოვეთ, რომ კაცისმკვლელი მოეცა თქვენთვის.
- მოციქულთა საქმენი 3:15ხოლო სიცოცხლის წინამძღვარი მოჰკალით, რომელიც ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით, რისი მოწმენიც ჩვენ ვართ.
- იოანე 15:18თუ ქვეყანას სძულხართ, იცოდეთ, რომ მე მომიძულა უწინ.
- ფსალმუნები 2:1რატომ ბობოქრობენ ხალხები და ერები ესწრაფიან ამაოებას?
- ფსალმუნები 2:3დავგლეჯთ მათს სადავეებს და მოვიშორებთ მათს ხუნდებსო.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 19
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში