
ფსალმუნი 2:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დავგლეჯთ მათს სადავეებს და მოვიშორებთ მათს ხუნდებსო.
ფსალმუნი 2:3 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 2:3 კონტექსტში
2:1რატომ ბობოქრობენ ხალხები და ერები ესწრაფიან ამაოებას?
2:2ამქვეყნიური მეფეები ამხედრებულან და შეთქმულან წარჩინებულნი უფლის წინააღმდეგ, და მის ცხებულზე გალაშქრებულან.
2:3დავგლეჯთ მათს სადავეებს და მოვიშორებთ მათს ხუნდებსო.
2:4მკვიდრი ზეცისა გაიცინებს, უფალი აბუჩად აიგდებს მათ.
2:5მაშინ ეტყვის მათ თავისი რისხვით და თავისი გულისწყრომით შეაძრწუნებს:
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 2:3
- იერემია 5:5წავალ წარჩინებულებთან და დაველაპარაკები-მეთქი, მათ ეცოდინებათ უფლის გზა, თავიანთი ღვთის სამართალი, მაგრამ მათაც დაულეწიათ უღელი და დაუყწყვეტიათ აპეურები.
- ლუკას სახარება 19:14მაგრამ მოქალაქეებს სძულდათ იგი, ელჩები დაადევნეს კვალდაკვალ და დააბარეს: არ გვინდა, რომ ეგ მეფობდეს ჩვენზე.
- ლუკას სახარება 19:27ხოლო ეს ჩემი მტრები, რომლებსაც არ უნდოდათ, რომ მათი მეფე ვყოფილიყავი, აქ მომგვარეთ და ჩემ წინაშე დახოცეთ.
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:7ამრიგად, ის ფასდაუდებელია თქვენთვის, ანუ მორწმუნეთათვის, ურწმუნოთათვის კი „ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, მაგრამ კუთხის თავად დაიდვა: ქვა ფეხწამოსაკრავი და კლდე საცდური“
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:8მათთვის, ვინც ეურჩება სიტყვას, და ვისთვისაც ეს ხვედრი იყო გამიზნული.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 2
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში