
ლუკას სახარება 19:41 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როდესაც მიუახლოვდა და დაინახა ქალაქი, ატირდა მის გამო,
ლუკას სახარება 19:41 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 30 ნოემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი მე-27 კვირის ორშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 19:41 კონტექსტში
19:39ზოგიერთმა ფარისეველმა ხალხიდან უთხრა მას: მოძღვარო, შერისხე შენი მოწაფეები.
19:40ხოლო იესომ მიუგო: გეუბნებით: ესენი რომ დადუმდნენ, ქვები დაიწყებენ ღაღადს.
19:41როდესაც მიუახლოვდა და დაინახა ქალაქი, ატირდა მის გამო,
19:42და თქვა: დღევანდელ დღეს მაინც გცოდნოდა, რა მოგანიჭებს მშვიდობას! მაგრამ ამჟამად დაფარულია ეს შენს თვალთაგან.
19:43ვინაიდან მოგივლენ დღენი, როცა მტრები თხრილს შემოგავლებენ გარშემო, შემოგერტყმიან და შეგავიწროებენ ყოველი მხრიდან;
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 19:41
- ლუკას სახარება 13:34იერუსალიმ, იერუსალიმ, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენდამი მოვლინებულთა ქვებით ჩამქოლველო; რამდენჯერ ვცადე შემეკრიბა შენი შვილები, როგორც ფრინველი კრებს ბარტყებს თავის ფრთებქვეშ, და არ ისურვე.
- ლუკას სახარება 13:35და აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ, სანამ არ მოვა დრო, როდესაც იტყვით: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით!
- იოანე 11:35მაშინ აცრემლდა იესო.
- იერემია 17:16არ გაგგქცევივარ მწყემსობისგან; შენ იცი, შავი დღე არ მსურდა. შენ წინაშეა, რაც გამოდის ჩემი პირიდან.
- ფსალმუნები 119:136წყლის ნაკადები გადმომდის თვალთაგან, რადგან არ იცავენ შენს რჯულს.
- ფსალმუნები 119:158ვიხილე ორგულნი და შევედავე, რადგან შენს ნათქვამს არ იცავენ.
- იერემია 13:17თუ ამას არ გაიგონებთ, იდუმალ იტირებს ჩემი სული თქვენი სიჯიუტის გამო, მწარედ აქვითინდება, ცრემლები წასკდება ჩემს თვალებს, რადგან ტყვედ წაასხამენ უფლის სამწყსოს.
- ფსალმუნები 119:53თავზარი მეცემოდა, ცოდვილნი რომ ტოვებდნენ შენს რჯულს.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 19
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში