
ლუკას სახარება 19:43 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვინაიდან მოგივლენ დღენი, როცა მტრები თხრილს შემოგავლებენ გარშემო, შემოგერტყმიან და შეგავიწროებენ ყოველი მხრიდან;
ლუკას სახარება 19:43 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 30 ნოემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი მე-27 კვირის ორშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 19:43 კონტექსტში
19:41როდესაც მიუახლოვდა და დაინახა ქალაქი, ატირდა მის გამო,
19:42და თქვა: დღევანდელ დღეს მაინც გცოდნოდა, რა მოგანიჭებს მშვიდობას! მაგრამ ამჟამად დაფარულია ეს შენს თვალთაგან.
19:43ვინაიდან მოგივლენ დღენი, როცა მტრები თხრილს შემოგავლებენ გარშემო, შემოგერტყმიან და შეგავიწროებენ ყოველი მხრიდან;
19:44მიწასთან გაგასწორებენ და შენს შვილებს მუსრს გაავლებენ შენში, და ქვას ქვაზე აღარ დატოვებენ შენში, ვინაიდან ვერ შეიცან შენი მოხილვის ჟამი.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 19:43
- ლუკას სახარება 21:20ხოლო როდესაც იხილავთ ლაშქრით გარშემორტყმულ იერუსალიმს, იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი მოოხრების ჟამი.
- ლუკას სახარება 21:24დაეცემიან მახვილის პირით, ტყვედ წაისხმებიან ყველა ქვეყანაში და იერუსალიმი გადაიქელება წარმართთა მიერ, ვიდრე არ აღსრულდება წარმართთა ჟამი.
- ესაია 29:1ვაი არიელს, არიელს, ქალაქს, დავითი სადაც დაბანაკდა! მიუმატე წელიწადს წელიწადი, ერთმანეთს მიჰყვეს დღესასწაულები.
- ესაია 29:4ჩაიფლობი, მიწიდან დაიწყებ ლაპარაკს და ჩაიხშობა შენი ნათქვამი, ლანდივით ამოვა შენი ხმა მიწიდან და მტვერიდან აჩურჩულდება შენი ნათქვამი.
- ეზექიელი 4:2გამოსახე მისი ალყა, მოაწყვე სანგრები, აღმართე მიწაყრილები, განაწყვე ბანაკები და ტარანები დააყენე ირგვლივ.
- ეზექიელი 26:8მახვილით ამოხოცავს შენს ასულებს ხმელეთზე, კოშკებს აღმართავს შენ წინააღმდეგ, მიწაყრილებს შემოგავლებს და ფარებს აღმართავს შენ წინააღმდეგ.
- ესაია 37:33ამიტომაც ამბობს უფალი აშურის მეფეზე: ვერ შევა ამ ქალაქში, ისარს ვერ შეისვრის, ვერ მიეჭრება ფარმომარჯვებული და მიწაყრილს წინ ვერ აღუმართავს.
- მეორე სთვლისაება 28:49დაძრავს უფალი ხალხს შენ წინააღმდეგ შორეთიდან, ქვეყნის კიდიდან, არწივივით მოფრინდება ხალხი, რომლის ენას ვერ გაიგებ.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 19
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში