
ლუკას სახარება 2:49 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და უთხრა მათ: მერედა რას მეძებთ? ნუთუ არ იცით, რომ მე მმართებს იქ ყოფნა, სადაც ყველაფერი ეკუთვნის მამაჩემს?
ლუკას სახარება 2:49 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 1 იანვარი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-31 კვირის პარასკევი (სახარება).
ლუკას სახარება 2:49 კონტექსტში
2:47ყველა მსმენელს უკვირდა მისი გონიერება და სიტყვა-პასუხი.
2:48როცა დაინახეს, განცვიფრდნენ და დედამისმა უთხრა მას: შვილო, ეს რა გვიყავი? აჰა, მე და მამაშენი დავდივართ და გულშემოყრილნი დაგეძებთ.
2:49და უთხრა მათ: მერედა რას მეძებთ? ნუთუ არ იცით, რომ მე მმართებს იქ ყოფნა, სადაც ყველაფერი ეკუთვნის მამაჩემს?
2:50მაგრამ მათ ვერ გაიგეს მისი სიტყვები.
2:51წაჰყვა მათ და მივიდა ნაზარეთს: და იყო მათი მორჩილი; დედამისი კი გულში იმარხავდა ყველა ამ სიტყვას.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 2:49
- იოანე 6:38ვინაიდან იმისთვის როდი ჩამოველ ზეცით, რომ ჩემი ნება აღვასრულო, არამედ ნება ჩემი მომავლინებლისა.
- იოანე 8:29ვინც მომავლინა, ჩემთანაა; მარტო არ დამტოვა მამამ, ვინაიდან ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც ეამება მას.
- მალაქია 3:1აჰა, მოვავლენ ჩემს ანგელოზს და გაამზადებს გზას ჩემ წინაშე; უეცრად მოვა თავის ტაძარში უფალი, რომელსაც თქვენ ეძიებთ, და აღთქმის ანგელოზი, რომელიც გსურთ. აჰა, მოდის, ამბობს ცაბაოთ უფალი.
- იოანე 4:34უთხრა მათ იესომ: ჩემი საჭმელი ის არის, რომ ვყო ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე.
- ფსალმუნები 40:8შენი სურვილის შესრულება მინდოდა, ღმერთო, და რჯული შენი ჩემს გულშია.
- ლუკას სახარება 2:48როცა დაინახეს, განცვიფრდნენ და დედამისმა უთხრა მას: შვილო, ეს რა გვიყავი? აჰა, მე და მამაშენი დავდივართ და გულშემოყრილნი დაგეძებთ.
- იოანე 5:17ხოლო იესო პასუხად ეუბნებოდა მათ: მამაჩემი აქამდე იღვწის და მეც ვიღვწი.
- მათეს სახარება 21:12შევიდა იესო ტაძარში, და გამოყარა ტაძრიდან ყველა მყიდველი და გამყიდველი, ააყირავა მეკერმეთა ტაბლები და მტრედებით მოვაჭრეთა მერხები.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 2
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში