
მათეს სახარება 21:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შევიდა იესო ტაძარში, და გამოყარა ტაძრიდან ყველა მყიდველი და გამყიდველი, ააყირავა მეკერმეთა ტაბლები და მტრედებით მოვაჭრეთა მერხები.
მათეს სახარება 21:12 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 20 აგვისტო, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 9 კვირის პარასკევი (სახარება).
მათეს სახარება 21:12 კონტექსტში
21:10როცა შევიდა იერუსალიმში, მთელი ქალაქი შეიძრა, და ამბობდნენ: ვინ არის ეს?
21:11ხალხი კი ამბობდა: ეს არის იესო, წინასწარმეტყველი, გალილეის ნაზარეთიდან.
21:12შევიდა იესო ტაძარში, და გამოყარა ტაძრიდან ყველა მყიდველი და გამყიდველი, ააყირავა მეკერმეთა ტაბლები და მტრედებით მოვაჭრეთა მერხები.
21:13და უთხრა მათ: დაწერილია: ჩემი სახლი სალოცავ სახლად იწოდება; თქვენ კი ყაჩაღთა ბუნაგად გიქცევიათ იგი.
21:14მიეახლნენ მას ტაძარში ბრმანი და კოჭლნი, და განკურნა ისინი.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 21:12
- იოანე 2:14ნახა ტაძარში ხარებით, ცხვრებითა და მტრედებით მოვაჭრენი და მსხდომარე მეკერმენი.
- იოანე 2:17მაშინ გაახსენდათ მის მოწაფეებს, რომ დაწერილია: შენი სახლის შური მჭამს მე.
- ლუკას სახარება 19:45შევიდა ტაძარში და დაიწყო მყიდველ-გამყიდველთა გამოყრა.
- ლუკას სახარება 19:47იყო იქ და ყოველდღე ასწავლიდა ტაძარში; ხოლო მღვდელმთავრებს, მწიგნობრებს და ერისმთავრებს მისი დაღუპვა სურდათ;
- მარკოზის სახარება 11:15მივიდნენ იერუსალიმში; შევიდა იესო ტაძრად, და დაიწყო იმათი გამოყრა, ვინც ყიდიდა და ყიდულობდა ტაძარში; ააყირავა მეკერმეთა დახლები და მტრედებით მოვაჭრეთა მერხები.
- მარკოზის სახარება 11:18გაიგონეს ეს მწიგნობრებმა და მღვდელმთავრებმა და ეძებდნენ ხერხს მის დასაღუპად, რადგანაც ეშინოდათ მისი, ვინაიდან მთელ ხალხს უკვირდა მისი მოძღვრება.
- ლევიანი 1:14თუ უფლისათვის აღსავლენი შესაწირავი ფრინველი იქნება, გვრიტი ან მტრედის ხუნდები, შეწიროს შესაწირავად.
- ლევიანი 5:7თუ ცხვარზე ხელი არ მიუწვდება, მიუყვანოს უფალს ჩადენილი დანაშაულის გამოსასყიდად ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი; ერთი ცოდვის გამოსასყიდად, მეორე - აღსავლენად.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 21
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში