
ლუკას სახარება 2:47 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ყველა მსმენელს უკვირდა მისი გონიერება და სიტყვა-პასუხი.
ლუკას სახარება 2:47 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 1 იანვარი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-31 კვირის პარასკევი (სახარება).
ლუკას სახარება 2:47 კონტექსტში
2:45და რაკი ვერსად იპოვეს, იერუსალიმში დაბრუნდნენ მის საძებნელად.
2:46სამი დღის შემდეგ ტაძარში იპოვეს იგი; მოძღვრებს შორის ჩამჯდარიყო, უსმენდა და კითხვებს აძლევდა მათ.
2:47ყველა მსმენელს უკვირდა მისი გონიერება და სიტყვა-პასუხი.
2:48როცა დაინახეს, განცვიფრდნენ და დედამისმა უთხრა მას: შვილო, ეს რა გვიყავი? აჰა, მე და მამაშენი დავდივართ და გულშემოყრილნი დაგეძებთ.
2:49და უთხრა მათ: მერედა რას მეძებთ? ნუთუ არ იცით, რომ მე მმართებს იქ ყოფნა, სადაც ყველაფერი ეკუთვნის მამაჩემს?
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 2:47
- მათეს სახარება 7:28და როცა დაასრულა იესომ სიტყვა, უკვირდა ხალხს მისი მოძღვრება.
- ფსალმუნები 119:99ყველა ჩემს მოძღვარზე გონიერი გავხდი, რადგან შენი მცნებანი სააზროვნიაა ჩემი.
- ლუკას სახარება 4:32უკვირდათ მისი მოძღვრება, ვინაიდან ძალმოსილებით იტყოდა სიტყვას.
- მარკოზის სახარება 1:22უკვირდათ მისი მოძღვრება, ვინაიდან ის ასწავლიდა მათ, როგორც ძალმოსილი, და არა როგორც მწიგნობარნი.
- იოანე 7:15უკვირდათ იუდეველებს და ამბობდნენ: ნუთუ უსწავლელად იცის წერილი?
- იოანე 7:46მსახურებმა მიუგეს: არასოდეს კაცს არ ულაპარაკია ისე, როგორც ლაპარაკობს ეს კაცი.
- ლუკას სახარება 4:22ყველანი ემოწმებოდნენ, უკვირდათ სიტყვა მადლისა, მისი პირით გამომავალი, და ამბობდნენ: განა იოსების ძე არ არისო?
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 2
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში