
მარკოზის სახარება 14:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მწუხრის ჟამს მივიდა თორმეტთან ერთად.
მარკოზის სახარება 14:17 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 2 მარტი, 2027, ხორცის უარყოფის სამშაბათი (სახარება).
მარკოზის სახარება 14:17 კონტექსტში
14:15ის გიჩვენებთ ვრცელ დარბაზს, გაწყობილს და გამზადებულს, იქ მოგვიმზადეთ.
14:16წავიდნენ მისი მოწაფეები, მივიდნენ ქალაქში და ყველაფერი ისე დახვდათ, როგორც უთხრა იესომ, და მოამზადეს პასექი.
14:17მწუხრის ჟამს მივიდა თორმეტთან ერთად.
14:18როცა ინახად ისხდნენ და ჭამდნენ, იესომ თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ერთი თქვენგანი, რომელიც ჩემთან ერთად ჭამს, გამცემს მე.
14:19ხოლო ისინი დამწუხრდნენ და სათითაოდ დაუწყეს კითხვა მას: მე ხომ არაო?
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 14:17
- ლუკას სახარება 22:14როცა მოაწია დრომ, დაჯდა, და მოციქულებიც მასთან ერთად.
- ლუკას სახარება 22:21და, აჰა, ხელი ჩემი გამცემისა ჩემთან ერთად სუფრაზე.
- ლუკას სახარება 22:23ხოლო მათ ერთმანეთში დაიწყეს გამოძიება, თუ ვინ იქნებოდა მათ შორის ამის ჩამდენი.
- იოანე 13:21ეს რომ თქვა, შეიძრა იესო სულით, იმოწმა და თქვა: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე.
- იოანე 13:26იესომ მიუგო: ის არის, ვისაც ჩაწებულ ლუკმას მივცემ. ჩააწო ლუკმა და მისცა იუდას, სიმონის ძეს, ისკარიოტელს.
- მათეს სახარება 26:20და მწუხრის ჟამს ინახად დაჯდა თორმეტ მოწაფესთან ერთად.
- მათეს სახარება 26:24და მართლაც, მიდის ძე კაცისა, როგორც დაიწერა მისთვის: მაგრამ ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა ძე კაცისა; ერჩია, სულაც არ შობილიყო ის კაცი.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 14
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში