
გამოცხადება 6:16, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები
და მთებსა და კლდეებს შებღავლეს: დაგვემხეთ თავს და ტახტზე მჯდომარის სახისა და კრავის რისხვისაგან დაგვფარეთ;
გამოცხადება 6:16 · საქართველოს საპატრიარქო
რას ამბობენ ეკლესიის მამები: გამოცხადება 6:16
5 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
ანდრია კესარიელი6 საუკუნე “ისინი შეჰღაღადებენ მთებსა და კლდეებს: დაგვეფარეთ, ოღონდ კი თავს ავარიდოთ ღვთის რისხვას, რომელიც ანტიქრისტეს ზეობის ჟამს მოავლენს შიმშილსა და განსაცდელს, ანდა საუკუნო სატანჯველს, მკვდრეთით აღდგომის შემდგომ რომ ელის ცოდვილთ.”
კეზარი არლელი6 საუკუნე ეკუმენიოსი6 საუკუნე ბოროდინი პ. მ.19 საუკუნე იგნატი (ბრიანჩანინოვი)19 საუკუნე
1 / 5
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 5 განმარტება.
გამოცხადება 6:16 კონტექსტში
6:14და გრაგნილივით შეგრაგნილი შეიკრა ზეცა და ყოველი მთა და კუნძული თავ-თავიანთი ადგილებიდან იძრნენ.
6:15ქვეყნის მეფენი და მთავარნი, ათასისთავნი, მდიდარნი და ძლიერნი, ყოველი მონა და თავისუფალი მღვიმეებსა და მთის გამოქვაბულებს შეეფარნენ.
6:16და მთებსა და კლდეებს შებღავლეს: დაგვემხეთ თავს და ტახტზე მჯდომარის სახისა და კრავის რისხვისაგან დაგვფარეთ;
6:17ვინაიდან მოვიდა დიადი დღე მათი რისხვისა, და ვინ შეიძლებს დადგომას?
პარალელური ადგილები: გამოცხადება 6:16
- ლუკას სახარება 23:30მაშინ ეტყვიან მთებს: თავზე დაგვემხეთ; და ბორცვებს: დაგვმარხეთ ჩვენ;
- ოსეა 10:8განადგურდება ავენის გორაკები - ისრაელის ცოდვა; ნარ-ეკალი და ძეძვი ამოვა მათ სამსხვერპლოებზე და ეტყვიან მთებს: გადაგვეფარეთო და ბორცვებს - თავზე დაგვემხეთო!
- გამოცხადება 4:2მყისვე ატაცებულ ვიქმენ სულის მიერ; და, აჰა, ტახტი იდგა ცაში, ხოლო ტახტზე იყო მჯდომარე.
- გამოცხადება 20:11მაშინ ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და მასზე მჯდომარე, ვისი სახისგანაც ილტვოდნენ მიწა და ცა, და აღარ აღმოჩნდა ადგილი მათი.
- ფსალმუნები 110:5უფალი შენ მარჯვნივაა, თავის რისხვის დღეს მოსპობს მეფეებს.
- ფსალმუნები 110:6განსჯის ხალხებს, აავსებს მძორებით, მრავალს გაუჭეჭყავს თავს მიწაზე.
- ფსალმუნები 2:9შენ დალეწავ მათ რკინის კვერთხით, მეთუნის ჭურჭელივით დაამსხვრევ.
- ფსალმუნები 2:12ეამბორეთ ძეს, რომ არ განრისხდეს იგი და არ დაიღუპოთ გზაში, რადგან მალე აღიგზნება რისხვა მისი. ნეტარ არს ყველა, ვინც მასზეა მინდობილი.
განაგრძე კითხვა: გამოცხადება 6
სრულად წაიკითხე: გამოცხადება 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში