
ლუკას სახარება 23:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაგრამ ისინი დაჟინებით გაიძახოდნენ, რომ ის აშფოთებს ხალხს და ასწავლის მთელ იუდეაში, გალილეიდან მოყოლებული ვიდრე აქამდე.
ლუკას სახარება 23:5 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 11 მარტი, 2027, რძის უარყოფის ხუთშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 23:5 კონტექსტში
23:3პილატემ ჰკითხა მას: მაშ შენა ხარ იუდეველთა მეფე? ხოლო მან მიუგო და უთხრა: შენ ამბობ.
23:4და უთხრა პილატემ მღვდელმთავრებს და ხალხს; მე ვერაფერ ბრალს ვპოულობ ამ კაცში.
23:5მაგრამ ისინი დაჟინებით გაიძახოდნენ, რომ ის აშფოთებს ხალხს და ასწავლის მთელ იუდეაში, გალილეიდან მოყოლებული ვიდრე აქამდე.
23:6გალილეა რომ გაიგონა, პილატემ იკითხა: მაშ, ეს კაცი გალილეველია?
23:7როდესაც გაიგო, ჰეროდეს სამფლობელოდან არისო, გაუგზავნა იგი ჰეროდეს, რომელიც იმ დღეებში თავადაც იერუსალიმში იყო.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 23:5
- იოანე 2:11ასე დაუდო დასაბამი იესომ სასწაულებს გალილეის კანაში და გამოავლინა დიდება თვისი. და იწამეს იგი მისმა მოწაფეებმა.
- იოანე 1:43მეორე დღეს გალილეას წასვლა მოისურვა იესომ; ნახა ფილიპე და უთხრა, გამომყევიო.
- მარკოზის სახარება 1:14ხოლო იოანეს შეპყრობის შემდეგ მოვიდა იესო გალილეაში, და ქადაგებდა სახარებას ღმრთისას.
- მათეს სახარება 4:23მიმოდიოდა იესო მთელ გალილეაში, ასწავლიდა მათს სინაგოგებში, ქადაგებდა სახარებას სასუფევლისას და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველგვარ უძლურებას ხალხში.
- მოციქულთა საქმენი 23:10მაგრამ რაკი დავა გამძაფრდა, ათასისთავს შეეშინდა, ვაითუ პავლე შუაზე გაგლიჯონო, ამიტომაც ჯარისკაცებს უბრძანა, მისულიყვნენ, ხალხისთვის გამოერიდებინათ და ციხეში წაეყვანათ იგი.
- ლუკას სახარება 4:14დაბრუნდა იესო სულის ძალით გალილეაში; და მოედო მისი ამბავი მთელ არე-მარეს.
- ლუკას სახარება 4:15და ასწავლიდა მათს სინაგოგებში, განდიდებული ყველას მიერ.
- მოციქულთა საქმენი 10:37თქვენ იცით, რა მოხდა მთელ იუდეაში, გალილეიდან მოყოლებული, იმ ნათლისცემის შემდეგ, რასაც ქადაგებდა იოანე.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 23
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში