გადასვლა შინაარსზე
მახარებელი ლუკას დეესისის ხატი, ხილანდარის მონასტერი, მე-14 საუკუნე
მახარებელი ლუკა, დეესისის ხატი, მე-14 საუკუნე, ხილანდარის მონასტერი, ათონის მთა. ფოტო: Orjen, CC BY-SA 3.0.

ლუკას სახარება 24:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ლუკას სახარება 24:4

ამის გამო საგონებელში ჩავარდნილთ, აჰა, წარმოუდგათ მოელვარე სამოსით მოსილი ორი კაცი.

ლუკას სახარება 24:4 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 29 ნოემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი მე-26 კვირიაკე (ცისკრის მეოთხე სახარება).

ლუკას სახარება 24:4 კონტექსტში

24:2მაგრამ ლოდი სამარხიდან გადაგორებული დახვდათ.

24:3და შიგ შესვლისას ვეღარ ნახეს უფალი იესოს გვამი.

24:4ამის გამო საგონებელში ჩავარდნილთ, აჰა, წარმოუდგათ მოელვარე სამოსით მოსილი ორი კაცი.

24:5რაკი ისინი შეშინებულნი იყვნენ და თავჩაქინდრულნი ჩაშტერებოდნენ მიწას, უთხრეს მათ: რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებში?

24:6აქ აღარ არის, არამედ აღდგა; გაიხსენეთ, რას გეუბნებოდათ, როცა ჯერ კიდევ გალილეაში იყო:

პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 24:4

განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 24

სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში