
მარკოზის სახარება 16:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შევიდნენ სამარხში და იხილეს მარჯვნივ მჯდომარე ჭაბუკი, თეთრი სამოსით მოსილი, და შეკრთნენ.
მარკოზის სახარება 16:5 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 31 იანვარი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 35-ე კვირა (ცისკრის მეორე სახარება).
მარკოზის სახარება 16:5 კონტექსტში
16:3და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ გადმოგვიგორებს ლოდს სამარხის კარიდანო?
16:4მაგრამ დაინახეს, რომ ლოდი გადაგორებულია, ხოლო ის ძალიან დიდი იყო.
16:5შევიდნენ სამარხში და იხილეს მარჯვნივ მჯდომარე ჭაბუკი, თეთრი სამოსით მოსილი, და შეკრთნენ.
16:6ხოლო მან უთხრა: ნუ შეკრთებით! თქვენ ეძებთ ჯვარცმულ იესო ნაზარეველს; აღდგა, აქ აღარ არის; აი, ამ ადგილას ესვენა იგი.
16:7მაშ, წადით, უთხარით მის მოწაფეებს და პეტრეს: წინ წაგიძღვებათ გალილეისკენ, და იქ იხილავთ, როგორც გაუწყათ თქვენ.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 16:5
- იოანე 20:11ხოლო მარიამი სამარხთან იდგა და ტიროდა; ასე მტირალი დაიხარა სამარხისაკენ
- იოანე 20:12და დაინახა თეთრი სამოსით მოსილი ორი ანგელოზი, ერთი თავთით, მეორე კი ფეხთით რომ იჯდა იმ ადგილას, სადაც ესვენა იესოს გვამი.
- მათეს სახარება 28:3სახე მისი იყო როგორც ელვა და სამოსი მისი - სპეტაკი, როგორც თოვლი.
- ლუკას სახარება 24:3და შიგ შესვლისას ვეღარ ნახეს უფალი იესოს გვამი.
- ლუკას სახარება 24:5რაკი ისინი შეშინებულნი იყვნენ და თავჩაქინდრულნი ჩაშტერებოდნენ მიწას, უთხრეს მათ: რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებში?
- იოანე 20:8მაშინ შევიდა მეორე მოწაფეც, პირველად რომ მივიდა სამარხთან, და იხილა და იწამა.
- ლუკას სახარება 1:29ხოლო ის შეძრწუნდა მის სიტყვაზე და ჩაფიქრდა: ნეტა რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვაო?
- ლუკას სახარება 1:30ანგელოზმა უთხრა მას: ნუ გეშინია, მარიამ, რადგანაც ჰპოვე მადლი ღმრთის წინაშე.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 16
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში