
ლუკას სახარება 24:5: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
რაკი ისინი შეშინებულნი იყვნენ და თავჩაქინდრულნი ჩაშტერებოდნენ მიწას, უთხრეს მათ: რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებში?
ლუკას სახარება 24:5 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 29 ნოემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი მე-26 კვირიაკე (ცისკრის მეოთხე სახარება).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: ლუკას სახარება 24:5
1 განმმარტებელი
ნიკოლოზ ველიმიროვიჩი20 საუკუნე “ო, ჩემო ძმებო, ნუ ვეძებთ სიცოცხლეს ქმნილებაში, არამედ შემოქმედთან. და ნუ ჩავიდენთ კიდევ უფრო დიდ ცოდვას, შემოქმედის ძიებას ქმნილების საფლავში ან გამანათლებლის, უკვდავის ძიებას სიკვდილის სიბნელეში.”
ლუკას სახარება 24:5 კონტექსტში
24:3და შიგ შესვლისას ვეღარ ნახეს უფალი იესოს გვამი.
24:4ამის გამო საგონებელში ჩავარდნილთ, აჰა, წარმოუდგათ მოელვარე სამოსით მოსილი ორი კაცი.
24:5რაკი ისინი შეშინებულნი იყვნენ და თავჩაქინდრულნი ჩაშტერებოდნენ მიწას, უთხრეს მათ: რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებში?
24:6აქ აღარ არის, არამედ აღდგა; გაიხსენეთ, რას გეუბნებოდათ, როცა ჯერ კიდევ გალილეაში იყო:
24:7რომ ძე კაცისა უნდა მიეცეს ცოდვილ კაცთა ხელში, ჯვარს ეცვას, და მესამე დღეს აღდგეს.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 24:5
- მარკოზის სახარება 16:5შევიდნენ სამარხში და იხილეს მარჯვნივ მჯდომარე ჭაბუკი, თეთრი სამოსით მოსილი, და შეკრთნენ.
- მარკოზის სახარება 16:6ხოლო მან უთხრა: ნუ შეკრთებით! თქვენ ეძებთ ჯვარცმულ იესო ნაზარეველს; აღდგა, აქ აღარ არის; აი, ამ ადგილას ესვენა იგი.
- გამოცხადება 1:18აწ ცოცხალი, ვიყავი მკვდარი, და, აჰა, ცოცხალი ვარ უკუნითი უკუნისამდე, და მაქვს კლიტენი ჯოჯოხეთისა და სიკვდილისანი.
- გამოცხადება 2:8ხოლო სმირნის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს პირველი და უკანასკნელი, რომელიც მკვდარი იყო და გაცოცხლდა:
- მათეს სახარება 28:3სახე მისი იყო როგორც ელვა და სამოსი მისი - სპეტაკი, როგორც თოვლი.
- მათეს სახარება 28:5მიმართა ანგელოზმა ქალებს და უთხრა: ნუ გეშინიათ, ვიცი, რომ ჯვარცმულ იესოს ეძებთ.
- დანიელი 10:16და, აჰა, კაცის ძის მსგავსი შეეხო ჩემს ბაგეს, მე გავხსენი პირი და ავმეტყველდი; ვუთხარი ჩემს წინ მდგომს: ჩემო ბატონო, გამტანჯა ამ სანახავმა და ძალა გამომეცალა.
- ლუკას სახარება 1:12მისი ხილვისას შეძრწუნდა ზაქარია და თავზარი დაეცა.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 24
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში