გადასვლა შინაარსზე
მახარებელი ლუკას დეესისის ხატი, ხილანდარის მონასტერი, მე-14 საუკუნე
მახარებელი ლუკა, დეესისის ხატი, მე-14 საუკუნე, ხილანდარის მონასტერი, ათონის მთა. ფოტო: Orjen, CC BY-SA 3.0.

ლუკას სახარება 3:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ლუკას სახარება 3:14

მეომრებმაც ჰკითხეს: ჩვენ კი რა ვქნათო? და უთხრა მათ: ნურავის შეურაცხყოფთ, ნურც ცილს დასწამებთ და დასჯერდით საფასურს თქვენსას.

ლუკას სახარება 3:14 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 5 იანვარი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 32 კვირის სამშაბათი (სახარება).

ლუკას სახარება 3:14 კონტექსტში

3:12მოვიდნენ მებაჟენიც ნათლის ღებად და უთხრეს მას: მოძღვარო, ჩვენ რაღა ვქნათ?

3:13მიუგო მათ: ნურაფერს აიღებთ თქვენთვის დაწესებულზე მეტს.

3:14მეომრებმაც ჰკითხეს: ჩვენ კი რა ვქნათო? და უთხრა მათ: ნურავის შეურაცხყოფთ, ნურც ცილს დასწამებთ და დასჯერდით საფასურს თქვენსას.

3:15ხოლო როცა ხალხი მოლოდინში იყო და გულში ყველა ამას ფიქრობდა იოანეზე, ქრისტე ხომ არ არისო,

3:16მიუგო იოანემ და უთხრა მათ: მე წყლით გნათლავთ, მაგრამ მოდის ჩემზე უძლიერესი, და მე იმის ღირსიც არა ვარ, რომ შევხსნა მისი ხამლის საკვრელი; და ის მოგნათლავთ სულით წმიდითა და ცეცხლით.

პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 3:14

განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 3

სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში