
ლუკას სახარება 3:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ყველაფერს ისიც მიუმატა, რომ საპყრობილეში ჩააგდო იოანე.
ლუკას სახარება 3:20 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 20 სექტემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 14 კვირის ორშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 3:20 კონტექსტში
3:18ბევრ სხვა რამესაც ახარებდა და შეაგონებდა ხალხს.
3:19ხოლო ჰეროდემ, მეოთხედმთავარმა, რომელსაც ამხილებდა იოანე ჰეროდიადას, მისი ძმის, ფილიპეს ცოლისა და ყველა იმ ბოროტების გამო, რაც ჩაედინა,
3:20ყველაფერს ისიც მიუმატა, რომ საპყრობილეში ჩააგდო იოანე.
3:21როცა ნათელს იღებდა მთელი ხალხი და იესო, ნათელღებული, ლოცულობდა.
3:22გაიხსნენ ცანი, და სული წმიდა ხორციელი სახით გადმოვიდა მასზე, როგორც მტრედი, და გაისმა ხმა ზეცით, რომელმაც თქვა: შენა ხარ ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 3:20
- ნეშტთა შორისა ბ 36:16მაგრამ ისინი აბუჩად იგდებდნენ მოციქულებს, არად აგდებდნენ მის სიტყვებს და დასცინოდნენ მის წინასწარმეტყველებს, ვიდრე მის ერს უფლისაგან უსაშველო რისხვა არ დაატყდა.
- მათეს სახარება 22:6დანარჩენებმა კი შეიპყრეს მისი მონები, შეურაცხყვეს და დახოცეს.
- მათეს სახარება 22:7ეს რომ გაიგო, განრისხდა მეფე, გაგზავნა თავისი ლაშქარი, ამოაწყვეტინა მკვლელები და გადაწვა მათი ქალაქი.
- იოანე 3:24რადგანაც იოანე ჯერ კიდევ არ ჩაეგდოთ საპყრობილეში.
- თესალონიკელთა მიმართ ა 2:15რომელთაც მოკლეს უფალი იესოც და მისი წინასწარმეტყველნიც, ხოლო ჩვენ გამოგვაძევეს, რადგანაც არას დაგიდევენ ღმერთს და ყოველი კაცის მტრები არიან.
- თესალონიკელთა მიმართ ა 2:16ვინაიდან გვიკრძალავენ ვუქადაგოთ წარმართთ და, ამრიგად, ვიხსნათ ისინი. ასე რომ, გამუდმებით ავსებენ თავიანთ ცოდვათა საწყაულს, რისთვისაც უკვე თავს ატყდებათ რისხვა.
- იერემია 2:30ამაოდ მიცემია თქვენი შვილები: ჭკუა ვერ ისწავლეს. თქვენმა მახვილმა შეჭამა თქვენი წინასწარმეტყველნი, როგორც გამანადგურებელმა ლომმა.
- გამოცხადება 16:6რაკიღა წმიდათა და წინასწარმეტყველთა სისხლი დასთხიეს, შენც სასმელად სისხლი მიეც მათ, და ღირსნიც არიან.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 3
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში