
ლუკას სახარება 3:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაიხსნენ ცანი, და სული წმიდა ხორციელი სახით გადმოვიდა მასზე, როგორც მტრედი, და გაისმა ხმა ზეცით, რომელმაც თქვა: შენა ხარ ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე.
ლუკას სახარება 3:22 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 20 სექტემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 14 კვირის ორშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 3:22 კონტექსტში
3:20ყველაფერს ისიც მიუმატა, რომ საპყრობილეში ჩააგდო იოანე.
3:21როცა ნათელს იღებდა მთელი ხალხი და იესო, ნათელღებული, ლოცულობდა.
3:22გაიხსნენ ცანი, და სული წმიდა ხორციელი სახით გადმოვიდა მასზე, როგორც მტრედი, და გაისმა ხმა ზეცით, რომელმაც თქვა: შენა ხარ ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე.
3:23ხოლო იესო ამ დროისათვის იყო ოცდაათი წლისა, და იყო, როგორც ეგონათ, ძე იოსებისა, ელისა,
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 3:22
- ფსალმუნები 2:7გაუწყებთ უფლის კანონმდებლობას: უფალმა მითხრა: ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ;
- პეტრეს ეპისტოლე ბ 1:17რადგანაც მამა ღმერთისაგან მიიღო პატივი და დიდება, როდესაც მისწვდა ესოდენ დიდმშვენიერი დიდების ხმა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელშიაც კეთილად გამოვჩნდი მე.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 1:18და ეს ხმა, ზეცით ჩამოსული, ჩვენც ჩაგვესმა, როცა მასთან ერთად ვიყავით წმიდა მთაზე.
- მათეს სახარება 17:5სიტყვის დასრულება ვერც კი მოასწრო, რომ, აჰა, ნათელმა ღრუბელმა ჩრდილით დაბურა ისინი. და გაისმა ხმა ღრუბლით რომელმაც თქვა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე. მას უსმინეთ.
- ლუკას სახარება 9:34სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ გამოჩნდა ღრუბელი და ჩრდილით დაბურა ისინი; და შეშინდნენ ღრუბელში შესვლისას.
- ლუკას სახარება 9:35და გაისმა ხმა ღრუბლით, რომელმაც თქვა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი; მას უსმინეთ.
- იოანე 1:32მაშინ იმოწმა იოანემ და თქვა: ვიხილე სული, მტრედივით გადმომავალი და დავანებული მასზე.
- ესაია 42:1აჰა ჩემი მორჩილი, რომლისთვისაც ხელი მაქვს ჩავლებული; ჩემი რჩეული, რომელიც მოისურვა ჩემმა გულმა. მასზე გარდამოვავლინე ჩემი სული, ის გაუჩენს სამართალს ხალხებს.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 3
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში