გადასვლა შინაარსზე
მახარებელი ლუკას დეესისის ხატი, ხილანდარის მონასტერი, მე-14 საუკუნე
მახარებელი ლუკა, დეესისის ხატი, მე-14 საუკუნე, ხილანდარის მონასტერი, ათონის მთა. ფოტო: Orjen, CC BY-SA 3.0.

ლუკას სახარება 9:35 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ლუკას სახარება 9:35

და გაისმა ხმა ღრუბლით, რომელმაც თქვა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი; მას უსმინეთ.

ლუკას სახარება 9:35 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 6 აგვისტო, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-7 კვირის პარასკევი (ცისკრის სახარება).

ლუკას სახარება 9:35 კონტექსტში

9:33ხოლო როცა დააპირეს გასცლოდნენ მას, პეტრემ უთხრა იესოს: მოძღვარო, რა გვიჯობს აქ ყოფნას? მოდი, გავაკეთოთ სამი კარავი: ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთიც ელიას, რადგან არ იცოდა, რას ამბობდა.

9:34სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ გამოჩნდა ღრუბელი და ჩრდილით დაბურა ისინი; და შეშინდნენ ღრუბელში შესვლისას.

9:35და გაისმა ხმა ღრუბლით, რომელმაც თქვა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი; მას უსმინეთ.

9:36ეს ხმა რომ გაისმა, იესო მარტო დარჩა. ხოლო ისინი დადუმდნენ და არავის უთხრეს იმ დღეებში, რაც ეხილათ.

9:37მეორე დღეს ჩამოვიდნენ მთიდან და შემოეგება მას დიდძალი ხალხი.

პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 9:35

განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 9

სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში