გადასვლა შინაარსზე
მახარებელი ლუკას დეესისის ხატი, ხილანდარის მონასტერი, მე-14 საუკუნე
მახარებელი ლუკა, დეესისის ხატი, მე-14 საუკუნე, ხილანდარის მონასტერი, ათონის მთა. ფოტო: Orjen, CC BY-SA 3.0.

ლუკას სახარება 5:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ლუკას სახარება 5:16

ხოლო ის განმარტოვდებოდა უდაბნოში და ლოცულობდა.

ლუკას სახარება 5:16 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 28 სექტემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-15 კვირის სამშაბათი (სახარება).

ლუკას სახარება 5:16 კონტექსტში

5:14უბრძანა, არავისთვის ეთქვა, არამედ წასულიყო, სჩვენებოდა მღვდელს და შეეწირა შესაწირავი, რაც დააწესა მოსემ მათს სამოწმებლად.

5:15მაგრამ მისი ამბავი სულ უფრო ფართოდ ედებოდა მთელ ქვეყანას და დიდძალი ხალხი აწყდებოდა, რათა მოესმინათ და განკურნებულიყვნენ თავიანთ სნეულებათაგან.

5:16ხოლო ის განმარტოვდებოდა უდაბნოში და ლოცულობდა.

5:17ერთ დღეს, როცა ასწავლიდა ხალხს, იქ ისხდნენ გალილეისა და იუდეის ყოველი კუთხიდან და იერუსალიმიდან ჩამოსული ფარისეველნი და რჯულის მოძღვარნი; და იღვწოდა ძალა უფლისა მათს განსაკურნავად.

5:18და, აჰა, რამდენიმე კაცმა სარეცლით მოიყვანა დავრდომილი, და ცდილობდნენ შინ შესულიყვნენ და მის წინაშე დაეწვინათ.

პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 5:16

განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 5

სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში