
ლუკას სახარება 6:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იუდა იაკობისა და იუდა ისკარიოტელი, რომელიც გამცემი გახდა.
ლუკას სახარება 6:16 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 30 სექტემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 15 კვირის ხუთშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 6:16 კონტექსტში
6:14სიმონი, რომელსაც დაარქვა პეტრე, და მისი ძმა ანდრია, იაკობი და იოანე, ფილიპე და ბართლომე,
6:15მათე და თომა, იაკობი, ძე ალფესი და სიმონი, ზელოტად წოდებული,
6:16იუდა იაკობისა და იუდა ისკარიოტელი, რომელიც გამცემი გახდა.
6:17ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან;
6:18რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 6:16
- იოანე 14:22უთხრა მას იუდამ, არა ისკარიოტელმა: უფალო, რა არის, რომ აპირებ ჩვენ გამოგვიცხადო თავი და არა ქვეყანას?
- მოციქულთა საქმენი 1:16კაცნო, ძმანო! უნდა აღსრულებულიყო წერილი, რაც დავითის პირით იწინასწარმეტყველა სულმა წმიდამ იუდაზე, წინ რომ წაუძღვა იესოს შემპყრობთ.
- მოციქულთა საქმენი 1:20ხოლო ფსალმუნთა წიგნში წერია: „დე, დარჩეს ოხრად მისი სახლ-კარი, არ იყოს მასში საცხოვრებელი“; და „სხვამ მიიღოს პატივი მისი“.
- იოანე 6:70მიუგო მათ იესომ: განა თორმეტი არ აგირჩიეთ? მაგრამ ერთ თქვენგანში ეშმაკია.
- იოანე 6:71იუდა ისკარიოტელზე, სიმონის ძეზე, ამბობდა ამას, რადგანაც მას, ერთ თორმეტთაგანს, უნდა გაეცა იგი.
- იუდას ეპისტოლე 1:1იუდა, იესო ქრისტეს მონა და იაკობის ძმა, - მოწოდებულთ, რომელნიც შეიყვარა მამა ღმერთმა და დაცულნი არიან იესო ქრისტესათვის.
- მოციქულთა საქმენი 1:25რომ მიიღოს ადგილი ამ მსახურებისა, რასაც გამოაკლდა იუდა, რათა მისულიყო თავის ადგილას.
- მათეს სახარება 27:3მაშინ, რა იხილა იუდამ, მისმა გამცემმა, რომ მსჯავრი დასდეს, შეინანა და დაუბრუნა ოცდაათი ვერცხლი მღვდელმთავრებსა და უხუცესთ,
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 6
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში