
ლუკას სახარება 6:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მათე და თომა, იაკობი, ძე ალფესი და სიმონი, ზელოტად წოდებული,
ლუკას სახარება 6:15 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 30 სექტემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 15 კვირის ხუთშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 6:15 კონტექსტში
6:13ხოლო როდესაც გათენდა, მოუხმო თავის მოწაფეებს და ამოარჩია მათგან თორმეტი, რომლებსაც მოციქულები უწოდა:
6:14სიმონი, რომელსაც დაარქვა პეტრე, და მისი ძმა ანდრია, იაკობი და იოანე, ფილიპე და ბართლომე,
6:15მათე და თომა, იაკობი, ძე ალფესი და სიმონი, ზელოტად წოდებული,
6:16იუდა იაკობისა და იუდა ისკარიოტელი, რომელიც გამცემი გახდა.
6:17ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან;
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 6:15
- მათეს სახარება 9:9იქიდან წამოსულმა იესომ დაინახა საბაჟოში მჯდომარე კაცი, რომელსაც მათე ერქვა სახელად, და უთხრა მას გამომყევიო; ისიც ადგა და გაჰყვა.
- მარკოზის სახარება 3:18ანდრია და ფილიპე, ბართლომე და მათე, თომა და იაკობ ალფესი, თადეოსი და სიმონ კანანელი.
- მოციქულთა საქმენი 1:13შინ შესვლისთანავე ავიდნენ ზედა თვალში, სადაც იყვნენ პეტრე და იაკობი, იოანე და ანდრია, ფილიპე და თომა, ბართლომე და მათე, იაკობ ალფესი, სიმონ ზელოტე და იუდა იაკობისა,
- გალატელთა მიმართ 1:19სხვა მოციქულთაგან არავინ მინახავს, უფლის ძმის, იაკობის გარდა.
- იაკობის ეპისტოლე 1:1იაკობი, მონა ღვთისა და უფალ იესო ქრისტესი, თორმეტ განთესილ ტომს, - გიხაროდეთ.
- იოანე 20:24ხოლო თომა, ერთი თორმეტთაგანი, რომელსაც ერქვა ტყუპისცალი, იესოს მოსვლისას არ იყო მათთან.
- მათეს სახარება 10:3ფილიპე და ბართლომე; თომა და მათე მებაჟე; იაკობი ალფესი და ლებეოსი, თადეოსად სახელდებული;
- მათეს სახარება 10:4სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 6
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში