
ლუკას სახარება 6:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან;
ლუკას სახარება 6:17 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 5 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი მე-27 კვირის შაბათი (ცისკრის სახარება).
ლუკას სახარება 6:17 კონტექსტში
6:15მათე და თომა, იაკობი, ძე ალფესი და სიმონი, ზელოტად წოდებული,
6:16იუდა იაკობისა და იუდა ისკარიოტელი, რომელიც გამცემი გახდა.
6:17ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან;
6:18რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ.
6:19მთელი ხალხი ცდილობდა, როგორმე შეხებოდა მას: ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 6:17
- მათეს სახარება 11:21ვაი შენდა, ქორაზინ, და ვაი შენდა, ბეთსაიდა; რადგან ტიროსსა და სიდონს რომ მოვლენოდა თქვენში მოვლენილი ძალნი, რა ხანია ძაძითა და ნაცრით შეინანებდნენ.
- ფსალმუნები 103:3ის არის შემნდობი ყველა შენი ბრალისა, მკურნალი ყველა შენი სნეულებისა.
- მათეს სახარება 14:14გამოვიდა იესო, იხილა დიდძალი ხალხი, შეებრალა ისინი და განკურნა მათი სნეულნი.
- ფსალმუნები 107:17ბრიყვები თავიანთი უკანონო გზებისა და ცოდვებისათვის იტანჯებოდნენ.
- ფსალმუნები 107:20მოუვლინა სიტყვა თვისი და განკურნა ისინი, და იხსნა მოსპობისაგან.
- მათეს სახარება 12:15მაგრამ იესომ გაიგო ეს და გაეცალა იქაურობას; თან მისდევდა დიდძალი ხალხი და განკურნა ყველა.
- მათეს სახარება 4:23მიმოდიოდა იესო მთელ გალილეაში, ასწავლიდა მათს სინაგოგებში, ქადაგებდა სახარებას სასუფევლისას და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველგვარ უძლურებას ხალხში.
- მათეს სახარება 4:25და მისდევდა მას დიდძალი ხალხი გალილეიდან და ათქალაქიდან, იერუსალიმიდან, იუდეიდან და იორდანეს გაღმიდან.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 6
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში