
ლუკას სახარება 7:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მივიდა და შეეხო კუბოს; ხოლო ისინი, ვისაც კუბო მიჰქონდათ, შედგნენ; და თქვა: ჭაბუკო, შენ გეუბნები, აღდეგ!
ლუკას სახარება 7:14 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 10 ოქტომბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-16 კვირა (სახარება).
ლუკას სახარება 7:14 კონტექსტში
7:12როცა ქალაქის ბჭეს მიუახლოვდა, აჰა, გამოასვენეს მკვდარი, დედისერთა ჭაბუკი, ხოლო დედამისი ქვრივი იყო; და დიდძალი ხალხი მოაცილებდა ქალაქიდან.
7:13ქალი რომ დაინახა, უფალს შეებრალა იგი და უთხრა: ნუ სტირი.
7:14მივიდა და შეეხო კუბოს; ხოლო ისინი, ვისაც კუბო მიჰქონდათ, შედგნენ; და თქვა: ჭაბუკო, შენ გეუბნები, აღდეგ!
7:15მკვდარი წამოჯდა და ალაპარაკდა; და მისცა იგი დედამისს.
7:16ყველანი შიშმა მოიცვა, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: დიდი წინასწარმეტყველი წარმოსდგა ჩვენ შორის, და მოიხილა ღმერთმა თავისი ხალხი.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 7:14
- იოანე 11:43ეს რომ თქვა, ხმამაღლა დაიძახა: ლაზარე, გამოდი გარეთ!
- იოანე 11:44და გამოვიდა მიცვალებული, სახვევით ხელ-ფეხ შეკრული და სახეშესუდრული. უთხრა მათ იესომ: გახსენით და გაუშვით, წავიდეს.
- იოანე 5:25ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღმერთის ძის სიტყვას, და ვინც მოისმენს, ცხონდება.
- მოციქულთა საქმენი 9:40პეტრემ გარეთ გაიყვანა ყველა, მუხლი მოიყარა და ილოცა, მერე კი მიუბრუნდა გვამს და თქვა: ტაბითა, აღდეგ! მანაც გაახილა თვალი და, პეტრე რომ დაინახა, წამოჯდა.
- მოციქულთა საქმენი 9:41ხოლო მან ხელი გაუწოდა და წამოაყენა, წმიდებსა და ქვრივებს უხმო და ცოცხალი წარუდგინა იგი.
- იოანე 11:25უთხრა მას იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც მე ვწამვარ, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს.
- იოანე 5:28ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგანაც მოვა დრო, როცა ყველა, ვინც წევს საფლავში, მოისმენს მის ხმას.
- იოანე 5:29და ამოვლენ კეთილის მოქმედნი აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს სიცოცხლე, ბოროტის მოქმედნი კი - აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს განკითხვა.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 7
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში