
ლუკას სახარება 7:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვინაიდან უყვარს ჩვენი ხალხი, და სინაგოგაც აგვიშენა.
ლუკას სახარება 7:5 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 23 ოქტომბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 18 კვირის შაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 7:5 კონტექსტში
7:3იესოს ამბავი რომ გაიგო, იუდეველი უხუცესნი მიუგზავნა, რათა ეთხოვათ, მისულიყო და განეკურნა მისი მონა.
7:4ისინი მივიდნენ იესოსთან, დაბეჯითებით სთხოვეს და უთხრეს: ღირსია იმისა, რომ ეს მადლი მიაგო მას,
7:5ვინაიდან უყვარს ჩვენი ხალხი, და სინაგოგაც აგვიშენა.
7:6წაჰყვა მათ იესო და როცა სახლს მიუახლოვდნენ, ასისთავმა მეგობრები შეაგება და შეუთვალა: ნუღარ შეწუხდები, უფალო; ვინაიდან არა ვარ იმისი ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე.
7:7ამიტომ არც იმის ღირსად მივიჩნიე თავი, რომ თავად გხლებოდი, არამედ მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მონა.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 7:5
- ნეშტთა შორისა ბ 2:11ხურამმა, ტვიროსის მეფემ, წერილით უპასუხა სოლომონს და შეუთვალა: რაკი უფალს უყვარს თავისი ერი, ამიტომ დაგადგინა მასზე მეფედ.
- ნეშტთა შორისა ბ 2:12კიდევ ეს უთხრა ხურამმა: კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, რომელმაც მეფე დავითს ბრძენი, ჭკვიანი და გონიერი ვაჟი უბოძა, რომელიც აშენებს სახლს უფლისათვის და სამეფო სახლს თავისთვის.
- იოანეს ეპისტოლე ა 3:14ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან გადავედით სიცოცხლეში, რადგანაც გვიყვარს ძმები; ვისაც არ უყვარს, სიკვდილში რჩება.
- იოანეს ეპისტოლე ა 5:1ყველა, ვისაც სწამს, რომ იესო არის ქრისტე, ღვთისაგანაა შობილი, და ყველას, ვისაც უყვარს მშობელი, მის მიერ შობილიც უყვარს.
- იოანეს ეპისტოლე ა 5:3ვინაიდან ღვთის სიყვარული ისაა, რომ ვიმარხავდეთ მის მცნებებს; მისი მცნებები კი მძიმე როდია.
- ნეშტთა შორისა ა 29:3ამასთან ერთად, ჩემი უფლის სახლის სიყვარულის გამო, მაქვს ოქროსა და ვერცხლის საუნჯე, რომელსაც ღვთის სახლს ვწირავ, ყოველივე იმის გარდა, რაც წმიდა სახლისთვის მაქვს მომზადებული.
- ნეშტთა შორისა ა 29:9ხალხი ხარობდა შესაწირავის გამო, რადგან სრული გულით სწირავდნენ უფალს. ასევე მეფე დავითიც დიდი სიხარულით ხარობდა.
- ეზრა 7:27კურთხეულ იყოს უფალი, ჩვენი მამა-პაპის ღმერთი, რომელმაც შთააგონა მეფეს შეემკო უფლის სახლი იერუსალიმში,
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 7
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში