
ლუკას სახარება 7:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
წაჰყვა მათ იესო და როცა სახლს მიუახლოვდნენ, ასისთავმა მეგობრები შეაგება და შეუთვალა: ნუღარ შეწუხდები, უფალო; ვინაიდან არა ვარ იმისი ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე.
ლუკას სახარება 7:6 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 23 ოქტომბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 18 კვირის შაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 7:6 კონტექსტში
7:4ისინი მივიდნენ იესოსთან, დაბეჯითებით სთხოვეს და უთხრეს: ღირსია იმისა, რომ ეს მადლი მიაგო მას,
7:5ვინაიდან უყვარს ჩვენი ხალხი, და სინაგოგაც აგვიშენა.
7:6წაჰყვა მათ იესო და როცა სახლს მიუახლოვდნენ, ასისთავმა მეგობრები შეაგება და შეუთვალა: ნუღარ შეწუხდები, უფალო; ვინაიდან არა ვარ იმისი ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე.
7:7ამიტომ არც იმის ღირსად მივიჩნიე თავი, რომ თავად გხლებოდი, არამედ მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მონა.
7:8ვინაიდან, თუმცა სხვისი ქვეშევრდომი ვარ, თავადაც ხელქვეითებად მყვანან მეომრები; და ვეტყვი ერთს: წადი, და მიდის; და მეორეს: მოდი და მოდის; და ჩემს მონას: გააკეთე ეს, და აკეთებს.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 7:6
- იაკობის ეპისტოლე 4:6მაგრამ მით უფრო მეტ მადლს იძლევა. ამიტომაც თქმულა: „ქედმაღალთ მუსრავს ღმერთი, მდაბალთ კი მადლით მოსავს“.
- მარკოზის სახარება 5:24ისიც წაჰყვა; თან მისდევდა დიდძალი ხალხი და ზედ აწყდებოდა.
- ლუკას სახარება 8:49ამას რომ ამბობდა, ერთი კაცი მოვიდა და სინაგოგის წინამძღვარს უთხრა: შენი ასული მოკვდა; ნუღარ აწუხებ მოძღვარს.
- ლუკას სახარება 15:19და აღარა ვარ იმისი ღირსი, რომ შენი ძე მერქვას, მაგრამ მოჯამაგირედ მაინც დამიყენე.
- ლუკას სახარება 15:21შვილმა უთხრა: მამი, ვცოდე ცის მიმართ და შენ წინაშე და აღარ ვარ იმისი ღირსი, რომ შენი ძე მერქვას.
- იაკობის ეპისტოლე 4:10დაიმდაბლეთ თავი უფლის წინაშე და აგამაღლებთ თქვენ.
- იგავესნი 29:23კაცს თავისი ქედმაღლობა დაამდაბლებს, თავმდაბალი კი დიდებას მოიხვეჭს.
- მოციქულთა საქმენი 10:38ვინაიდან სცხო ღმერთმა სულით წმიდითა და ძალით იესო ნაზარეველს, რომელიც დადიოდა, ქველმოქმედებდა და კურნავდა ყველას, ეშმაკისაგან მიმძლავრებულს, რადგანაც მასთან იყო ღმერთი.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 7
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში