
ლუკას სახარება 9:50 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა მას იესომ: ნუ უკრძალავთ, რადგან ვინც ჩვენ წინააღმდეგ არაა, ჩვენ მხარესაა.
ლუკას სახარება 9:50 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 20 ოქტომბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 18 კვირის ოთხშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 9:50 კონტექსტში
9:48და უთხრა მათ: ვინც შეიწყნარებს ამ ბავშვს ჩემი სახელით, მე შემიწყნარებს; ხოლო ვინც მე შემიწყნარებს, ჩემს მომავლინებელს შეიწყნარებს; რადგან თქვენ შორის უმცირესი - უდიდესი იქნება.
9:49მიუგო იოანემ და უთხრა მას: მოძღვარო, ვიხილეთ კაცი, რომელიც შენი სახელით აძევებს ეშმაკთ, და ავუკრძალეთ, ვინაიდან ჩვენ არ მოგვდევს.
9:50უთხრა მას იესომ: ნუ უკრძალავთ, რადგან ვინც ჩვენ წინააღმდეგ არაა, ჩვენ მხარესაა.
9:51ხოლო როდესაც მოახლოვდნენ მისი ამაღლების დღენი, გადაჭრით იბრუნა პირი იერუსალიმს წასასვლელად.
9:52წინასწარ გაგზავნა მაცნენი; ხოლო ისინი წავიდნენ და შევიდნენ სამარიტელთა სოფელში, რათა სადგომი გაემზადებინათ მისთვის.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 9:50
- ლუკას სახარება 11:23ვინც ჩემთან არაა, ჩემ წინააღმდეგაა, და ვინც ჩემთან არა კრებს, - ფანტავს.
- მათეს სახარება 12:30ვინც ჩემთან არაა, ჩემ წინააღმდეგაა; და ვინც ჩემთან არა კრებს, - ფანტავს.
- ფილიპელთა მიმართ 1:15თუმცა ზოგიერთნი შურით და ურთიერთჯიბრით, ზოგიერთნი კი კეთილგანწყობით ქადაგებენ ქრისტეს.
- ფილიპელთა მიმართ 1:18მერედა, რა? როგორც უნდა იქადაგებოდეს ქრისტე, პირმოთნეობით თუ ჭეშმარიტებით, მე ვხარობ და კვლავაც ვიხარებ,
- კორინთელთა მიმართ ა 12:3ამიტომაც გაუწყებთ, რომ ვერავინ, ვისაც ღვთის სული ალაპარაკებს, ვერ იტყვის, იესო შეჩვენებულიაო, და ვერც უფალს უწოდებს იესოს, თუ არა სულით წმიდით.
- ლუკას სახარება 16:13არცერთ მსახურს არ შეუძლია ორი ბატონის მონობა: რადგან ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან კიდევ ერთს შეითვისებს და მეორეს შეიზიზღებს. ვერ შესძლებთ ღმერთსაც ემონოთ და მამონასაც.
- იგავესნი 3:5ესავდე უფალს მთელი გულით და ნუ დაენდობი სავუთარ ჭკუას.
- იგავესნი 3:6შეეცადე მის შეცნობას ყოველ შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 9
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში