გადასვლა შინაარსზე
ქრისტე ყოვლისმპყრობელის ენკაუსტიკური ხატი, მე-6 საუკუნე, წმინდა ეკატერინეს მონასტერი, სინა
ქრისტე ყოვლისმპყრობელი, ენკაუსტიკური ხატი, მე-6 საუკუნე. წმინდა ეკატერინეს მონასტერი, სინა. Wikimedia Commons, საჯარო დომენი.

მათეს სახარება 12:30 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

მათეს სახარება 12:30

ვინც ჩემთან არაა, ჩემ წინააღმდეგაა; და ვინც ჩემთან არა კრებს, - ფანტავს.

მათეს სახარება 12:30 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 20 ივლისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-5 კვირის სამშაბათი (სახარება).

მათეს სახარება 12:30 კონტექსტში

12:28ხოლო თუ მე ღმერთის სულით ვაძევებ ეშმაკთ, მოუწევია კიდეც თქვენამდე ღმრთის სასუფეველს.

12:29ან როგორ შეძლებს ვინმე შევიდეს ძლიერის სახლში და გაძარცვოს იგი, თუკი თავდაპირველად არ შებოჭავს ძლიერს? მხოლოდ ამის შემდეგ თუ შესძლებს მისი სახლის გაძარცვას.

12:30ვინც ჩემთან არაა, ჩემ წინააღმდეგაა; და ვინც ჩემთან არა კრებს, - ფანტავს.

12:31ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება ადამიანებს, მაგრამ სულის გმობა არ მიეტევება მათ.

12:32ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება მას; მაგრამ ვინც იტყვის სიტყვას სული წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება მას, არც ამ წუთისოფლად და არც საუკუნო სოფლად.

პარალელური ადგილები: მათეს სახარება 12:30

განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 12

სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში