
მარკოზის სახარება 1:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხოლო როდესაც მიდიოდა გალილეის ზღვის პირას, დაინახა სიმონი და მისი ძმა ანდრია, რომლებიც ბადეს ისროდნენ ზღვაში, ვინაიდან მებადურები იყვნენ.
მარკოზის სახარება 1:16 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 7 სექტემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 12 კვირის სამშაბათი (სახარება).
მარკოზის სახარება 1:16 კონტექსტში
1:14ხოლო იოანეს შეპყრობის შემდეგ მოვიდა იესო გალილეაში, და ქადაგებდა სახარებას ღმრთისას.
1:15და ამბობდა: გასრულდა ჟამი და მოახლოვდა ღმრთის სასუფეველი: მოინანიეთ და იწამეთ სახარება.
1:16ხოლო როდესაც მიდიოდა გალილეის ზღვის პირას, დაინახა სიმონი და მისი ძმა ანდრია, რომლებიც ბადეს ისროდნენ ზღვაში, ვინაიდან მებადურები იყვნენ.
1:17და უთხრა მათ იესომ: მოდით, უკან გამომყევით და კაცთა მებადურებად გაქცევთ.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 1:16
- მათეს სახარება 4:18და როცა გალილეის ზღვის პირას მიდიოდა იგი, დაინახა ორი ძმა: სიმონი, პეტრედ წოდებული, და მისი ძმა ანდრია, ბადეს რომ ისროდნენ ზღვაში, ვინაიდან მებადურები იყვნენ.
- მათეს სახარება 4:22მათაც მყისვე მიატოვეს თავიანთი ნავიც და მამაც, და გაჰყვნენ მას.
- იოანე 1:40ხოლო ამ ორთაგან ერთი, იოანესგან რომ გაიგონა იესოს სახელი და გაჰყვა მას, ანდრია, სიმონ-პეტრეს ძმა იყო,
- იოანე 1:42და იესოსთან მიიყვანა იგი. ხოლო იესომ შეხედა მას და უთხრა: შენა ხარ სიმონი, იონას ძე: ამიერიდან იწოდები კეფად (რაც თარგმანით ნიშნავს: კლდე).
- ლუკას სახარება 6:14სიმონი, რომელსაც დაარქვა პეტრე, და მისი ძმა ანდრია, იაკობი და იოანე, ფილიპე და ბართლომე,
- იოანე 6:8ხოლო ერთმა მისმა მოწაფემ, ანდრიამ, სიმონ-პეტრეს ძმამ, უთხრა:
- მარკოზის სახარება 3:16აირჩია თორმეტი, და სიმონს სახელად უწოდა პეტრე.
- მათეს სახარება 10:2ხოლო ამ თორმეტი მოციქულის სახელებია: პირველად სიმონი, პეტრედ წოდებული, და მისი ძმა ანდრია; იაკობი ზებედესი და მისი ძმა იოანე;
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 1
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში