გადასვლა შინაარსზე
ქრისტე ყოვლისმპყრობელის ენკაუსტიკური ხატი, მე-6 საუკუნე, წმინდა ეკატერინეს მონასტერი, სინა
ქრისტე ყოვლისმპყრობელი, ენკაუსტიკური ხატი, მე-6 საუკუნე. წმინდა ეკატერინეს მონასტერი, სინა. Wikimedia Commons, საჯარო დომენი.

მათეს სახარება 4:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

მათეს სახარება 4:22

მათაც მყისვე მიატოვეს თავიანთი ნავიც და მამაც, და გაჰყვნენ მას.

მათეს სახარება 4:22 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 30 ნოემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი მე-27 კვირის ორშაბათი (ცისკრის სახარება).

მათეს სახარება 4:22 კონტექსტში

4:20მათაც მყისვე მიატოვეს ბადე და გაჰყვნენ მას.

4:21იქიდან წამოსულმა დაინახა ორი სხვა ძმა: იაკობი ზებედესი და მისი ძმა იოანე, რომლებიც ზებედესთან, თავიანთ მამასთან ერთად ბადეს კემსავდნენ ნავში, და უხმო მათ.

4:22მათაც მყისვე მიატოვეს თავიანთი ნავიც და მამაც, და გაჰყვნენ მას.

4:23მიმოდიოდა იესო მთელ გალილეაში, ასწავლიდა მათს სინაგოგებში, ქადაგებდა სახარებას სასუფევლისას და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველგვარ უძლურებას ხალხში.

4:24და მოედო მისი ამბავი მთელ სირიას: მოჰყავდათ მასთან უძლურნი, სხვადასხვა სენითა და ჭირით სნეულნი, ეშმაკეულნი, მთვარეულნი და დავრდომილნი, და კურნავდა მათ.

პარალელური ადგილები: მათეს სახარება 4:22

განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 4

სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში