
მარკოზის სახარება 1:38 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და უთხრა მათ: წავიდეთ მახლობელ სოფლებსა და ქალაქებში, რათა იქაც ვიქადაგო, ვინაიდან ამისათვის მოვსულვარ.
მარკოზის სახარება 1:38 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 27 მარტი, 2027, დიდმარხვის მეორე შაბათი (სახარება).
მარკოზის სახარება 1:38 კონტექსტში
1:36თან გაჰყვნენ სიმონი და მასთან მყოფნი.
1:37იპოვეს იგი და უთხრეს, ყველა შენ გეძებსო.
1:38და უთხრა მათ: წავიდეთ მახლობელ სოფლებსა და ქალაქებში, რათა იქაც ვიქადაგო, ვინაიდან ამისათვის მოვსულვარ.
1:39დადიოდა მთელ გალილეაში, ქადაგებდა მათს სინაგოგებში და აძევებდა ეშმაკთ.
1:40მაშინ მიადგა ერთი კეთროვანი, ევედრებოდა და მუხლმოყრით ეუბნებოდა: თუ გნებავს, შეგიძლია ჩემი განწმენდა.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 1:38
- ლუკას სახარება 4:43მაგრამ იესომ უთხრა მათ: სხვა ქალაქებსაც ხომ უნდა ვახარო ღმრთის სასუფეველი, რადგან ამისთვის ვარ მოვლინებული.
- იოანე 17:8რადგანაც შენგან მოცემული სიტყვები მათ მივეცი, ხოლო მათ მიიღეს და სცნეს ჭეშმარიტად, რომ შენგან გამოვედი, და ირწმუნეს, რომ შენ მომავლინე.
- იოანე 17:4მე განგადიდე დედამიწაზე; აღვასრულე საქმე, რომელიც მომეცა აღსასრულებლად.
- ლუკას სახარება 2:49და უთხრა მათ: მერედა რას მეძებთ? ნუთუ არ იცით, რომ მე მმართებს იქ ყოფნა, სადაც ყველაფერი ეკუთვნის მამაჩემს?
- იოანე 16:28მამისაგან გამოვედი და ქვეყნად მოვედი; კვლავ ვტოვებ ქვეყანას და მამასთან მივალ.
- ლუკას სახარება 4:18სული უფლისა ჩემზე, რომლისთვისაც მცხო და მომავლინა გლახაკთა მახარებლად და გულით შემუსვრილთა მკურნალად,
- ლუკას სახარება 4:21და დაუწყო ლაპარაკი მათ: დღეს აღსრულდა ეს წერილი, თქვენ რომ მოისმინეთ.
- ესაია 61:1სული უფლისა, ღვთისა, ჩემზეა გადმოსული, რადგან მცხო მე უფალმა გლახაკთათვის სახარებლად; მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და შებორკილთა ასახსნელად.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 1
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში