
მარკოზის სახარება 1:39 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დადიოდა მთელ გალილეაში, ქადაგებდა მათს სინაგოგებში და აძევებდა ეშმაკთ.
მარკოზის სახარება 1:39 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 27 მარტი, 2027, დიდმარხვის მეორე შაბათი (სახარება).
მარკოზის სახარება 1:39 კონტექსტში
1:37იპოვეს იგი და უთხრეს, ყველა შენ გეძებსო.
1:38და უთხრა მათ: წავიდეთ მახლობელ სოფლებსა და ქალაქებში, რათა იქაც ვიქადაგო, ვინაიდან ამისათვის მოვსულვარ.
1:39დადიოდა მთელ გალილეაში, ქადაგებდა მათს სინაგოგებში და აძევებდა ეშმაკთ.
1:40მაშინ მიადგა ერთი კეთროვანი, ევედრებოდა და მუხლმოყრით ეუბნებოდა: თუ გნებავს, შეგიძლია ჩემი განწმენდა.
1:41შეებრალა იგი იესოს, ხელი გაიწოდა, შეეხო და უთხრა: მნებავს, განიწმინდე;
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 1:39
- მათეს სახარება 4:23მიმოდიოდა იესო მთელ გალილეაში, ასწავლიდა მათს სინაგოგებში, ქადაგებდა სახარებას სასუფევლისას და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველგვარ უძლურებას ხალხში.
- მარკოზის სახარება 1:21მივიდნენ კაპერნაუმს და მაშინვე, შაბათ დღეს, შევიდა სინაგოგაში და ასწავლიდა მათ.
- ლუკას სახარება 4:43მაგრამ იესომ უთხრა მათ: სხვა ქალაქებსაც ხომ უნდა ვახარო ღმრთის სასუფეველი, რადგან ამისთვის ვარ მოვლინებული.
- ლუკას სახარება 4:44და ქადაგებდა გალილეის სინაგოგებში.
- მარკოზის სახარება 7:30მივიდა ქალი თავის სახლში და ნახა, რომ მისი ასული სარეცელზე იწვა, ეშმაკი კი გამოსულიყო მისგან.
- ლუკას სახარება 4:41მრავალთაგან გამოვიდნენ ეშმაკნი, ღაღადებდნენ და ამბობდნენ: შენა ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა; და უკრძალავდა მათ ლაპარაკს, რადგან იცოდნენ, რომ ის არის ქრისტე.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 1
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში